ქარელის დასუფთავების თანამშრომლები ეკალბარდებში საშინაო ტანსაცმლით მუშაობენ. მათი დირექტორი კი ითხოვს დავასახელოთ პირი, თუ ვის აქვს პრეტენზია.
როგორც ერთ-ერთი დასაქმებული გვიყვება, სკვერებში გაზონებისა და ტროტუარების გათიბვისას ტანსაცმელი ბალახით ულაქავდებათ, ხოლო ლაქები გარეცხვის შემდეგაც არ შორდება.
„ამის გამო კვირაში ორჯერ მაინც მიწევს ახალი შარვლის შეძენა, ჩვენი ხელფასის ნახევარი ამ შარვლებს ხმარდება. რა გახდა ერთი უნიფორმის შეძენა?“ ამბობს ა(ა)იპ-ში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი.
ქარელის მერიამ აღნიშნული ა(ა)იპ-ი 2024 წელს შექმნა. ამ ეტაპზე ორგანიზაციაში დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ა(ა)იპ-ის დაფინანსებისთვის 1 მილიონ 500 ათასი ლარია გათვალისწინებული.
თამაზ თურმანიძემ, აიპის დირექტორმა, განაცხადა: „რომელ მუშებზე საუბრობთ? მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვს? მათ აქვთ სპეციალური მოსასხამები და მუშაობის დროს იყენებენ. საშემოდგომო სამუშაოებისთვის კი იგეგმება ახალი ფორმების შეძენა“, გვითხრა თამაზ თურმანიძემ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები