რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორელმა მარიამ მინასიანმა ფიზიკაში მაღალი ქულა მიიღო

გორელი მარიამ მინასიანი სამომავლოდ სწავლას ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს.

ეროვნულ გამოცდებზე, ფიზიკაში 59 ქულა მიიღო (ზედა ზღვარი 63). იგი სკოლა „ეისის“ კურსდამთავრებულია.

მარიამი „ქართლის ამბებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ფიზიკის გამოცდის შედეგით ამაყობს.

„სამომავლოდ ვგეგმავ სწავლა გავაგრძელო ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით. ეს სფერო განსაკუთრებით მაინტერესებს, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, შევისწავლო თანამედროვე ტექნოლოგიები, შევქმნა ინოვაციური პროექტები და მომავალში ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო“, აღნიშნავს იგი.

მისი თქმით, მიღწეულ წარმატებაში გადამწყვეტი როლი სკოლამ და პედაგოგებმა ითამაშეს.

„ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის ფიზიკის გამოცდის შედეგი, რადგან ეს საგანი ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა და მასზე დიდი მონდომებით ვმუშაობდი. ამასთანავე, მაღალი ქულები მივიღე ყველა იმ საგანში, რომელიც ჩავაბარე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და ფიზიკაში, რაც ჩემთვის გაწეული შრომის საუკეთესო შეფასებაა.

ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჩემს სკოლას, სკოლა „ეისს“, მიუძღვის. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ, მასწავლებლების მხარდაჭერამ და სასწავლო გარემომ დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. სწორედ ამ გამოცდილებამ მომცა საფუძველი, რომ ეროვნული გამოცდებისთვის თავდაჯერებულად მოვმზადებულიყავი და სასურველი შედეგი მიმეღო.

ბოლოს, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლას, თითოეულ მასწავლებელსა და ყველას, ვინც ჩემი წარმატების გზაზე გვერდით მედგა. მათი მხარდაჭერა და ცოდნა ამ შედეგის მიღწევაში ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, ამბობს მარიამ მინასიანი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა.
გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ.
,,ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა. გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ.
11:22 / 04.10.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე
მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E.
coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ
დაბინძურებაზე მიუთითებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E. coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ დაბინძურებაზე მიუთითებს.
09:52 / 04.10.2026
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან
100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან 100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
13:34 / 03.10.2026
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
12:44 / 03.10.2026
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო ოქმი შეადგინა.
10:27 / 03.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.