რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ძაღლის გამო მომხდარ ავარიაზე უზენაესმა სახელმწიფო მძღოლს დაუჭირა მხარი

გორიჯვრის გზაზე მომხდარი ავარია ძაღლს დაბრალდა. ამის გამო, სახელმწიფო უწყების თანამშრომელს „უხეში გაუფრთხილებლობით“ დანაშაულის ჩადენის მუხლი მოეხსნა.

სასამართლოს შეფასებით, ადგილი ჰქონდა არა თუ უხეშს, არამედ „მარტივ გაუფრთხილებლობას“.

აღნიშნული შეფასების საფუძველზე სადაზღვევო კომპანია 7600 ლარს აუნაზღაურებს. კომპანია გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

რა მოხდა?

სახელმწიფო უწყების კუთვნილი Renault Symbol-ის მძღოლის განმარტებით, გორიჯვრის გზაზე მოულოდნელად ძაღლი გადავიდა. შეჯახების თავიდან ასაცილებლად მან საჭე მარცხნივ გადაუხვია, რის შემდეგაც ბორდიურს შეეჯახა.

ავტომანქანა დაზიანდა. მისი აღდგენის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატებოდა, ხოლო საბალანსო ღირებულება 7600 ლარი იყო. სწორედ ამ თანხის ანაზღაურებას ითხოვდა სახელმწიფო უწყება სადაზღვევო კომპანიისგან.

გორის სასამართლომ სახელმწიფო უწყების მოთხოვნა 7600 ლარის ნაწილში არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად მიიჩნია და სადაზღვევო კომპანიას ამ თანხის ანაზღაურება არ დააკისრა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად დატოვა.

პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ძაღლის გზაზე მოულოდნელად გამოჩენის შესახებ ინფორმაცია საქმეში ძირითადად თავად მძღოლის განმარტებას ეყრდნობოდა და მისი არსებობის დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულება არ არსებობდა.

რა თქვა უზენაესმა?

უზენაესმა პირველი და მეორე ინსტანციების შეფასება არ გაიზიარა და მძღოლის ქმედება „მარტივ გაუფრთხილებლობად“ შეაფასა.

უზენაესმა გაითვალისწინა, მათ შორის, ის, რომ მძღოლი ფხიზელი იყო, ავტომანქანა დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა და ექსპერტიზის მიხედვით, ძაღლთან შეჯახების თავიდან აცილება მძღოლს ფაქტობრივად არ შეეძლო.

უზენაესმა ისიც აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე არ არსებობს ვიდეოკამერები, შესაბამისად, მძღოლს ზედმეტი და თანაც შეუსრულებელი ვალდებულება დააკისრეს ძაღლის გადარბენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების წარდგენის ნაწილში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა.
გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ.
,,ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა. გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ.
11:22 / 04.10.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე
მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E.
coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ
დაბინძურებაზე მიუთითებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E. coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ დაბინძურებაზე მიუთითებს.
09:52 / 04.10.2026
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან
100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან 100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
13:34 / 03.10.2026
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
12:44 / 03.10.2026
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო ოქმი შეადგინა.
10:27 / 03.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.