დღეს 18 სექტემბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ. ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: მარატ კამბოლოვი, ზურაბ კოკოევი, მურატ ვალიევი და ყაზბეკ კოდოევი.
მარატ კამბოლოვი - წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.
ზურაბ კოკოევი წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ.
მურატ ვალიევი - წარდგენილია რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ.
ყაზბეკ კოდოევი - წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის მიერ თანამდებობის ნაადრევად დატოვება გახდა.
გაგლოევმა 2026 წლის 23 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვლადიმერ პუტინის მრჩევლის პოზიციაზე გადადიოდა.
სააგენტო ,,რესის" ცნობით, სულ 70 საარჩევნო უბანია გახსნილი. ოთხი უბანი ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი კი - მოსკოვში.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცესკოს ცნობით, არჩევნებისთვის 40 ათასი საარჩევნო ბიულეტენი დამზადდა.
,,არჩევნების მიმდინარეობას 60-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ცესკოს წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები ვენესუელიდან, არგენტინიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აფხაზეთიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან."- წერს სააგენტო რესი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები