რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის ოთხ სოფელში ავარიული ბაღების ნაცვლად ახალი შენობები აშენდება

გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: მერეთში, სათემოში, ზეღდულეთსა და სვენეთში საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს აცნობეს, რომ არსებული შენობები ავარიულია და მათ ნაცვლად ახლები უნდა აშენდეს.

ოთხივე სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყო. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 15 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ამ ეტაპზე, მერეთის, სათემოსა და ზეღდულეთის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი კვლავ მიმდინარეობს. სვენეთის ბაღი კი ავარიული მდგომარეობის გამო დიდი ხანია დაკეტილია.

სათემო: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ სათემოს საბავშვო ბაღის დირექტორის თქმით, დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. სწავლის დაწყების წინ მერიას ოფიციალურად მადლობა გადაუხადეს, რომ შენობაში დიზაინი გაალამაზეს. რა ბედი ელის არსებულ შენობას, ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს ინფორმაცია.

„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას, მიმდინარეობს აღმზრდელობითი პროცესი. არ ვიცით, ახალი აშენდება თუ აქედან გადაგვიყვანენ და დაანგრევენ. ამ შენობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე საშიში არაა, თორემ აქ ვიქნებოდით. უბრალოდ, აკრედიტაციის გავლაში შეგვიშლის ხელს", - გვითხრა სათემოს საბავშვო ბაღის დირექტორმა.

ზეღდულეთი: ზეღდულეთის საბავშვო ბაღის დირექტორი მაია ჩხიკვაძე ამბობს, რომ არც მათთვის არის ცნობილი, მოხდება თუ არა არსებული შენობის დემონტაჟი და სად აშენდება ახალი ბაღი.

„სააგენტომ იცის ყველაფერი. ისინი არიან კომპეტენტურები და პროფესიონალები. მათ დაუკავშირდით. მათ აქვთ დასკვნა, ჩვენ არ ვიცით, ამ შენობას დაანგრევენ თუ ახალს ააშენებენ", - გვითხრა მაია ჩხიკვაძემ. ჩვენს კითხვაზე, რომ შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეს, პასუხის ნაცვლად ტელეფონი გაგვითიშა.

მერეთი: მერეთის საბავშვო ბაღის დირექტორის, ლელა კაპანაძის თქმით, ახალი შენობის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, დაწესებულებას მუშაობის გაგრძელების პრობლემა არ შეექმნება. მისი განმარტებით, ბაღი წლების განმავლობაში მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს და თანამშრომლები იქ არსებულ პირობებს უკვე შეჩვეულები არიან.

სვენეთი: რაც შეეხება სვენეთის საბავშვო ბაღს, ის ავარიული მდგომარეობის გამო დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
12:04 / 22.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10:50 / 22.09.2026
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
20:27 / 21.09.2026
მუნიციპალიტეტმა სახალხო დღესასწაულისთვის კონტრაქტორთან ხელშეკრულება
უკვე გააფორმა. დოკუმენტში მუსიკოსის მიმართ სპეციფიკური
კრიტერიუმებია გაწერილი, ღონისძიება კი გადათხრილი ქუჩების გამო
ქალაქის ნაცვლად ტყეში გაიმართება.
მუნიციპალიტეტმა სახალხო დღესასწაულისთვის კონტრაქტორთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. დოკუმენტში მუსიკოსის მიმართ სპეციფიკური კრიტერიუმებია გაწერილი, ღონისძიება კი გადათხრილი ქუჩების გამო ქალაქის ნაცვლად ტყეში გაიმართება.
18:28 / 21.09.2026
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოსწავლეები გაკვეთილებს
დისტანციურად ესწრებიან.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოსწავლეები გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებიან.
16:20 / 21.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.