კასპის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ფერდობზე, ამ დრომდე უცნობი არქეოლოგიური ნამოსახლარი და მის სამხრეთ-დასავლეთით თანადროული სამაროვანი გამოვლინდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი ვარაუდით, ძეგლი შესაძლოა ელინისტურ ან გვიან რომაულ პერიოდს მიეკუთვნებოდეს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ნამოსახლარისა და სამაროვნის შესწავლა გადაუდებელია, რადგან ტერიტორიას ბუნებრივი მოვლენები (ნალექი, მდინარის ეროზია) და მიმდებარე კარიერებზე სატვირთოების ინტენსიური მოძრაობა აზიანებს.
დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშლილ ნამოსახლარზე, ბუნებრივ ჭრილში კარგად იკითხება ქვითა და ტალახზე ნაგები კედლების ნაშთები, ასევე კერამიკის ფრაგმენტები.
რაც შეეხება სამაროვანს, ის გრუნტის გზის გაყვანის შედეგადაა დაზიანებული და ჭრილში ანთროპოლოგიური ნაშთები და კერამიკული მასალა, მათ შორის მთლიანი ჭურჭელი ჩანს.
სააგენტოს ცნობით, ტერიტორია აქამდე არქეოლოგიური კვლევის საგანი არ გამხდარა და ძეგლი ისტორიულ წყაროებში იდენტიფიცირებული არ არის.
სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე მერს უპირისპირდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური სპეცოპერაცია ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები