გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ კადრების შემცირების ფონზე თანაშემწე დაინიშნა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი კადრის დასაქმება 15 აგვისტოს შემდეგ მოხდა - იმ პერიოდში, როდესაც ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვის მიზნით უწყებაში შტატები შემცირდა.
ინფორმაცია ახალი თანაშემწის შესახებ მედიას სამსახურიდან გათავისუფლებულმა თეა კეჩხუაშვილმა მიაწოდა. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც გორის მერი მარტოხელა დედებს შემოსავლის წყაროს უსპობს, სამუშაოდ „თეგეტა მოტორსიდან“ საკუთარი მეგობარი გადმოჰყავს.
გორის მერიაში ადასტურებენ, რომ მერის თანაშემწედ არჩილ ჭიღლაძეა დანიშნული. მისი დასაქმება დროში ემთხვევა ტრანსპორტის სააგენტოში მომხდარ სკანდალს, როდესაც ავტობუსების შეკეთების ტენდერში „თეგეტა მოტორსს“ გაამარჯვევინეს, დავების საბჭომ კი ეს ფაქტი უკანონოდ მიიჩნია.
ცნობისთვის, გორის მერმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მალევე საკრებულოს მესამე მოადგილის შტატიც დაამატებინა.
სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე მერს უპირისპირდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური სპეცოპერაცია ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები