რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორის მერიის კონტროლიორების მხრიდან მოზარდებზე ზეწოლის ახალი ფაქტები ხდება ცნობილი

სტადიონის წინ მომხდარი ინციდენტის გახმაურების შემდეგ, გორის მერიის ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მოზარდებზე ზეწოლის ახალი ფაქტები ხდება ცნობილი. ინსპექციის ადმინისტრაციაში კი, ამის შესახებ, არაფერი სმენიათ.

მაგალითად, წმინდაწყლის დასახლებაში, „ეკონოშოპის“ მაღაზიის წინ ავტობუსიდან ჩამოსულ 14-15 წლის მოზარდებს კონტროლიორი დაედევნა, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ არასრულწლივნები იყვნენ.

ინციდენტების შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. მათი ცნობით, „ეკონომშოპის“ წინ ბავშვებს გადატვირთულ ქუჩაზე გადარბენა მოუწიათ, ბავშვებს მოქალაქეები გამოესარჩლნენ და მერიის ინსპექციის თანამშრომლებს შეახსენეს, რომ მოზარდებთან ჰქონდათ საქმე, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ სხვის საქმეში არ ჩარეულიყვნენ.

„50 თეთრის გამო ბავშვს გული გაუხეთქე“ - წერს კიდევ ერთი მოქალაქე, რომ მის შვილს კონტროლიორებმა არ დაუჯერეს, როდესაც ბავშვმა განუმარტა, რომ არასრულწლოვანი იყო, და ასაკის გადასამოწმებლად პოლიცია გამოიძახეს.

მშობლები და მოქალაქეები გორის მერიისგან განმარტებებს ელიან. მათი კითხვებია: რა წესით უნდა იმოქმედოს კონტროლიორმა, როდესაც მგზავრი არასრულწლოვანია? რა პროცედურით ხდება ასაკის გადამოწმება და ჯარიმის დაკისრება? მოწმდება თუ არა კონტროლიორების ქცევასთან დაკავშირებული საჩივრები?

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სვეტიცხოვლობის
სადღესასწაულო წირვის დროს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და
სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა. მან მეზობელი ქვეყნის ეკლესია
გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის დროს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა. მან მეზობელი ქვეყნის ეკლესია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ტრაბახმა და ამპარტავნებამ ისინი მწვალებლობაში აღმოაჩინა".
16:00 / 14.10.2026
ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენლის, მამა დავით
კაბერაშვილის განცხადებას მამა ვახტანგის მიერ მონათლულთა ხელახლა
მონათვლის შესახებ ამ უკანასკნელის ოჯახი გამოეხმაურა. ოჯახის
შეფასებით, ეს მამა ვახტანგის წინააღმდეგ მიზანმიმართული და
დაუსაბუთებელი ქმედებაა.
ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენლის, მამა დავით კაბერაშვილის განცხადებას მამა ვახტანგის მიერ მონათლულთა ხელახლა მონათვლის შესახებ ამ უკანასკნელის ოჯახი გამოეხმაურა. ოჯახის შეფასებით, ეს მამა ვახტანგის წინააღმდეგ მიზანმიმართული და დაუსაბუთებელი ქმედებაა.
13:19 / 14.10.2026
ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა
მძიმე სოციალურ ყოფაზეც „ქართლის ამბები“ აქტიურად წერდა, სახელმწიფო
სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემს. გიორგი კაპანაძე და თეონა
ზურაბაშვილი საცხოვრებლის შეძენას გამოყოფილი თანხის ფარგლებში
ხაშურში, სურამში ან ჩუმათელეთში გეგმავენ.
ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა მძიმე სოციალურ ყოფაზეც „ქართლის ამბები“ აქტიურად წერდა, სახელმწიფო სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემს. გიორგი კაპანაძე და თეონა ზურაბაშვილი საცხოვრებლის შეძენას გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხაშურში, სურამში ან ჩუმათელეთში გეგმავენ.
10:24 / 14.10.2026
ხაშურისა და სურამის ეპარქია აცხადებს, რომ მამა ვახტანგისა (საერო
სახელით ჯუმბერი) და მამა მიქეალის მიერ მონათლული პირები ხელმეორედ
მოსანათლები არიან. ეპარქიის წარმომადგენლის განმარტებით, ვისი
ნათლობის დადგენაც ვერ ხერხდება, მათი ნათლობა ნაკლულად არ ითვლება,
სხვა შემთხვევაში კი ხელმეორედ მონათვლა აუცილებელია.
ხაშურისა და სურამის ეპარქია აცხადებს, რომ მამა ვახტანგისა (საერო სახელით ჯუმბერი) და მამა მიქეალის მიერ მონათლული პირები ხელმეორედ მოსანათლები არიან. ეპარქიის წარმომადგენლის განმარტებით, ვისი ნათლობის დადგენაც ვერ ხერხდება, მათი ნათლობა ნაკლულად არ ითვლება, სხვა შემთხვევაში კი ხელმეორედ მონათვლა აუცილებელია.
23:54 / 13.10.2026
ხაშურში, მე-6 წელია, რაც #4 საჯარო სკოლის აშენებას უშედეგოდ ელიან,
ახლა კი წუნდებული საძირკვლის დემონტაჟიც დაიწყო, რაშიც დამატებით 109
400 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ სკოლის მშენებლობას პარლამენტარ
ირაკლი ზარქუას ოჯახის კომპანია აწარმოებდა, რომელმაც საბოლოოდ
სამუშაოები მიატოვა.
ხაშურში, მე-6 წელია, რაც #4 საჯარო სკოლის აშენებას უშედეგოდ ელიან, ახლა კი წუნდებული საძირკვლის დემონტაჟიც დაიწყო, რაშიც დამატებით 109 400 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ სკოლის მშენებლობას პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის კომპანია აწარმოებდა, რომელმაც საბოლოოდ სამუშაოები მიატოვა.
20:17 / 13.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.