მამა ვახტანგის მიერ მონათლულთა ხელახლა მონათვლის შესახებ ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება მამა ვახტანგის ოჯახი.
„ეს უკვე მეორედ ააგორეს მამა ვახტანგის წინააღმდეგ, სრულიად დაუსაბუთებლად. მტკიცებულებების გარეშე ცილი დასწამეს, თანაც გამიზნულად, რას ემსახურება, კარგად ჩანს. არანაირი დადგენილება არ არსებობს ამის შესახებ. მამა დავითმა წაშალა ეს ვიდეო! რაც ძალიან სამწუხაროა. ოჯახის პოზიცია დღესაც უცვლელია და დაიცავს მის ღვაწლს და იმ წლებს, რაც მან გააკეთა იმ პირობებში, რაც მაშინ არსებობდა. გილოცავთ სვეტიცხოვლობას“ - მოგვწერა მამა ვახტანგის შვილიშვილმა.
გუშინ, სურამისა და ხაშურის ეპარქიის წარმომადგენელმა, მამა დავით კაბერაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც საუბრობს 1979-1997 წლებში, მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მონათლულ ადამიანებზე. ეპარქიის წარმომადგენელი მრევლს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ორი სასულიერო პირის მიერ მონათლული ხალხი ხელმეორედ მოინათლოს. მიზეზად მან არასწორად მონათვლის წესი დაასახელა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს მამა დავით კაბერაშვილმა ვიდეო წაშალა და დაწერა:
„კიდევ ერთხელ მინდა ნათლობის თემას შევეხო. უმთავრესად მინდა შენდობა ვითხოვო მორწმუნე მრევლისგან ორაზროვნების გამო (თუმცა ვთვლი რომ გასაგებად ავხსენი ყველაფერი). ასევე ჩემი მეუფისგან და მამების (მამა ვახტანგის და მამა მიქაელისგან) ახლობლებისგან.
ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ამ მოძღვრების მიმართ მათი ღვაწლის გამო იმ რთულ დროში. თუმცა კი შევეხე ტიპიკონურ დარღვევას, რაც დამტკიცებული იყო ეკლესიის უმაღლესი იერარქიის გადაწყვეტილებით.
უფალმა აცხონოს მამების სული და ჩვენ სწორი განსჯის უნარი მოგვანიჭოს. საბოლოოდ დაველოდოთ უმაღლესი იერარქიის გადაწყვეტილებას.“ - დაწერა მამა დავით კაბერაშვილმა დღეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები