მოქალაქემ, სპორტის მასწავლებელმა გორის მერიის და მისი თანამშრომლების ყურადღების მისაქცევად ხაშლამის ქვაბი დადგა იქ, სადაც ზებრა-გადასასვლელი იყო.
„რამდენიმე ხნის წინ ჩემი ახლობელი ამ ქუჩაზე მიდიოდა. აქ იყო ზებრა, მაგრამ წაშლილია. არც ერთმა მანქანამ გზა არ დაუთმო ბავშვიან დედას. ის მესამე სკოლიდან მოდიოდა. ამ ქუჩაზე მესამე სკოლის მოსწავლეები ყოველთვის დადიან. ვიფიქრე, ამათი ყურადღება როგორ მივიქციო-მეთქი. გადავწყვიტე, ის დამედგა, რაც ყველაზე მეტად უყვართ", - აცხადებს პროტესტის ავტორი.
„ეს არის ხაშლამის ქვაბი. აქ ვერაფერს დავანთებ, ვერც ხორცს ვიყიდი, რომ აქ მოვამზადო. თქვენ, ბიჭებო, იქნებ ხაშლამის ქვაბს მოჰყვეთ და ზებრა დახაზოთ", - მიმართავს ის მერიის თანამშრომლებს.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, ტანას ხეობაში გორის მერმა ხაშლამის, მწვადის და ჩაქაფულის მასტერკლასი მოაწყო. ოფიციალურ პრესრელიზიდან „მწვადის მასტერკლასი და დოლების შოუ" ამოშალეს, თუმცა თანამშრომლებმა ვიდეო მაინც გაავრცელეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები