რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მეზობლებმა ერთმანეთი ცემეს - პოლიციამ ბრალი ორ ქალს წაუყენა
გორში მცხოვრებ დაახლოებით ორმოცდაათწლამდე ასაკის ორ ქალბატონს პოლიციამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) ბრალი წაუყენა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს როგორც საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის დაკისრებას, ასევე ჯარიმას.

ქალბატონები ერთმანეთის მეზობლები არიან.

პროკურორის განცხადებით, გორში მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ორ მეზობელ ქალს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეში, თავს დამნაშავედ არცერთი ცნობს, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით დაზიანებები ორივე მხარეს მიღებული აქვს.

დღეს გამართულ სასამართლოზე ექსპერტმა მალხაზ მაჭავარიანმა, ექსპერტიზის დასკვნები წარადგინა

ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ ორივე მათგანს  მსუბუქი სახის დაზიანებები ანუ ნაჭდევები სახეზე აღენიშნებოდათ.

სახეზე ნაჭდევების გარდა, ერთ-ერთ მათგანს, მარჯვენა ხელის თითზე დაზიანება ჰქონდა.

დაზარალებულმა სასამართლოზე თქვა, რომ ხელზე ნაჭდევი კბენის შედეგად მიიღო.

ექსპერტი მალხაზ მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ გამორიცხული არ არის, რომ რაიმე ბლაგვ და მკვრივ საგანში კბილიც იგულისხმებოდეს.

დაცვის მხარეები ჩხუბის მიზეზებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ჩხუბი საუბრის შემდეგ გადაიზარდა.

სასამართლო პროცესი მაისში გაგრძელდება და პროკურატურა საპროცესო შეთანხმებისთვის მზადაა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.