რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
თამარაშენთან დაღუპული პირველი მსხვერპლის მშობლები პრემიერს მიმართავენ
გორთან ახლოს, წმინდაწყლის კოტეჯებში ვახტანგ თუთარაშვილი ცხოვრობს, რომლის შვილი, 1989 წელს, სოფელ თამარაშენთან პირველი შეტაკების დროს, 17 წლის ასაკში დაიღუპა.

ამჟამად, ოჯახის წევრები წერილებს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე უშედეგოდ გზავნიან. ისინი იმ დახმარების მიღებას ითხოვენ, რომელიც ომში დაღუპულ ოჯახებისთვის ყოველთვიურადაა გათვალისწინებული.

ვახტანგ თუთარაშვილს უცხადებენ, რომ მისი შვილი ვეფხია თუთარაშვილი საომარი შეტაკების დროს, არ დაღუპულა.

17 წლის ვეფხია თუთარაშვილი 1989 წლის 26 დეკემბერს თამარაშენის მისადგომებთან კრიმინალური დაჯგუფების ოსი ეროვნების წევრებთან შეტაკების დროს, დაიღუპა.

ოსურმა მხარემ, ქალაქ ცხინვალის მაშინდელმა პროკურატურამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი დააკავა. სოფელ თამარაშენში დაკრძალვაზე საქართველოს მაშინდელი კომპარტიის მდივანი გივი გუმბარიძეც ჩავიდა.

,,ფაქტიურად, ჩემი შვილი ქართველებისა და ოსების დაპირისპირების პირველი მსხვერპლი გახდა. ცხინვალის გასასვლელში, სოფელ თამარაშენის მისადგომებთან ჩვენი სოფლის ახალგაზრდები სოფელს იცავდნენ. უკვე იწყებოდა ოჯახებზე თავდასხმა, ძარცვა და ყაჩაღობა. ჩემი შვილი ასეთი თავდასხმის დროს დაიღუპა" - ამბობს ვახტანგ თუთარაშვილი.

ვეფხია თუთარაშვილი კარგად ახსოვს ექსპერტს მამუკა არეშიძეს. ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:

,,1989 წლის ბოლოს, საღამოს თამარაშენის ქართულ პოსტზე ვიყავი ჩასული. სანადირო თოფებით შეიარაღებული ქართველები კოცონის გარშემო იყვნენ შეკრებილები. მათ შორის 16 წლის ბიჭიც ერია - ვეფხია თუთარაშვილი. ის საღამო მათთან ერთად გავატარე და მოგვიანებით ცხინვალში წავედი. ჩასვლისთანავე გავიგე, თამარაშენთან ქართველები დაუხოცავთ, მათ შორის - ვეფხიაც. 1-ელ იანვარს უკვე ბრძოლაც გაჩაღდა.." - ციტატა მამუკა არეშიძის ინტერვიუდან.

1989 წლის 26 დეკემბრის მკვლელობა იმდენად რეზონანსული იყო, რომ დაკრძალვაზე სოფელში უამრავი ადამიანი ჩავიდა, მათ შორის, ჯერ კიდევ მოქმედი კომპარტიის გენერალური მდივანი. დამნაშავეები ცხინვალის ავტონომიური ოლქის მილიციამ დააკავა.

დღეს თუთარაშვილის ოჯახს უცხადებენ, რომ ტრაგედია და მსხვერპლი საომარ შეტაკებებს არ უკავშირდება.

,,მოგვთხოვეს ე.წ. ფორმა 501. ეს ცნობა იმ პერიოდში გაიცემოდა. კერძოდ, თბილისიდან გამოგზავნეს კაცი, რომელიც იმ მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, რომლებიც კონფლიქტის დაწყებისას იღუპებოდნენ. ეს პიროვნება მექრთამე აღმოჩნდა, ცნობის გაცემაში ფულს იღებდა. ჩვენ მაშინ ფული არ გვქონდა და ამიტომ ცნობა აღებული არ გვაქვს. ეს გარემოება კი, ამჟამად, ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში ხელს გვიშვლის" - აცხადებს ვახტანგ თუთარაშვილი.

ქართველებისა და ოსების პირველი შეტაკებისას დაღუპულის მშობლები, ამჟამად, წმინდაწყლის კოტეჯში ცხოვრობენ. ვეფხია თუთარაშვილის დედ-მამამ კიდევ ორი შვილი გაზარდეს.

ცოლქმარს 27 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ტკივილს ამჟამად შვილიშვილები უმსუბუქებენ.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.