რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
მილიონიანი პროექტის შემსრულებლის რეკომენდატორები იგივე პირები აღმოჩნდნენ
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანია ,,ექსტერნი", თითქმის, მილიონი ლარის ღირებულების პროექტის სამუშაოებიდან მეორედ მოხსნა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება 15-კაციანმა სატენდერო კომისიამ 13 მაისს მიიღო.

კომპანია ,,ექსტერნმა" ქვახვრელის სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში 4 აპრილს გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ მის დოკუმენტაციას დისკვალიფიკაცია მისცა.

დავების განხილვის საბჭომ კი, გამგეობას ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა.

დავების განხილვის საბჭოს მოთხოვნის მიუხედავად, გამგეობამ ,,ექსტერნი"  ხმაურიან ტენდერს მაინც ჩამოაშორა.

თავდაპირველად, გამგეობა კომპანიისგან ითხოვდა, რომ სამუშაოთა ღირებულების 10%-იანი საბანკო გარანატია წარედგინა.

დავების საბჭოზე გაირკვა, რომ კომპანიას, მხოლოდ, 4%-იანი საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებოდა.

რაკი საბანკო გარანტიის დიდი ოდენობის მითითებით, ,,ექსტერნი" ვერ ჩამოიშორეს, გამგეობის მაღალმა თანამდებობის პირებმა, ამჯერად, მას ის სამუშაოები გაუხსენეს, რომლის შესრულება გასულ წელს სხვა სოფლებში დაიწყო.

გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი ამბობს, რომ კომპანია ,,ექსტერნმა" სოფელ სათემოში და სოფელ მეღვრეკისში სასმელი წყლის სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

მისი ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში ამ კომპანიამ, ჯერ ერთი, სამუშაოები 30 დღით გვიან დაიწყო, ხოლო სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 1 მარტისა, 26 მარტს დაამთავრა.

,,ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩვენ შენიშვნები გამოვთქვით. კომპანიას ამ დრომდე  ექსპერტიზის პასუხებიც კი არ მოუტანია"
- აღნიშნა ანესაშვილმა სხდომაზე.

გამგეობის სატენდერო კომისიამ აღმოაჩინა, რომ კომპანია ,,ექსტერნს" რეკომენდაციას უწევს ისეთი კომპანია, რომელიც მის მისამართზეა რეგისტრირებული. მაგალითად, ესაა კომპანია ,,მარგი"

,,ორივე კომპანია ერთი და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული. ფაქტობრივად, რეკომენდატორიც და შემსრულებელიც ერთი და იგივეა" -ღნიშნეს კომისიის სხდომაზე.

კიდევ ერთი გარემოება, რასაც გამგეობამ ყურადღება მიაქცია, ეს არის სამუშაოთა შესრულების გრაფიკი.

სოფელ ქვახვრელში კომპანიას სასმელი წყლის სამუშაოები 6 თვეში უნდა დაესრულებინა. კერძოდ, დაეწყო მაისში და დაემთავრებინა ნოემბერში.

გეგმა-გრაფიკში პირველ თვის თანხის ათვისება ნული ჰქონდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაოების დაწყებას პირველ თვეს არ აპირებდნენ. გამგეობას კი, ავანსის სახით თანხა გადარიცხული უკვე ექნებოდა.

ამ გარემოებების გამო, გამგეობამ კომპანია ,,ექსტერნი" ტენდერიდაცნ ჩამოიცილა, ხოლო ტენდერში მონაწილეო სხვა კომპანიას ,,არქიკულტურას" საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენა მოსთხოვა.

,,არქიკულტურა" ვალდებულებას იღებს, რომ სამუშაოებს 876 000 ლარად შეასრულებს, ხოლო კომპანია ,,ექსტერნი" ამ სამუშაოების შესრულებას 788 000 ლარად აპირებდა.

,,არქიკულტურამ" გეგმა-გრაფიკი უკვე წარადგინა და ის ქვახვრელის სასმელი წყლის სამუშაოების დასრულებას 180 დღეში აპირებს.

13 მაისს გამგეობამ ,,არქიკულტურას" წერილი მისწერა იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრიდან, ლიკვიდაციის ან ყადაღის არსებობის შესახებ, ინფორმაცია წარადგინოს.

ის ამ ინფორმაციას 18 მაისს წარადგენს და უკვე ხელშეკრულების დადების პროცედურაც დაიწყება. 

იხ. ამავე თემაზე:

სამი წელი სასმელი წყლის პროექტის დაწყების მოლოდინში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.