რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ხიდისთავის სასმელი წყლის პროექტის განხორციელებისთვის 11 კომპანია იბრძოდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1 მლნ 900 000 ლარის ღირებულების პროექტი ჩავარდა.

ტენდერში მონაწილე 11 კომპანიიდან, სამ კომპანიას, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურმა, დისკვალიფიკაცია რიგრიგობით მისცა.

11 კომპანიას შორის, რომლებიც სასმელი წყლის პროექტის განხორციელების უფლების მოპოვებისთვის იბრძოდა, ყველაზე დაბალი ფასი კომპანია ,,ვერელი +"-მა მიუთითა.

თუკი პროექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 925 ათასი ლარი იყო, ,,ვერელი +"-მა მესამე რაუნდში 1 მლნ 394 388 ლარი მიუთითა.

,,ვერელი +" - ის დისკვალიფიკაციის შემდეგ გამგეობამ კომპანიის ,,შინაშხარჰის ფილიალი საქართველოში" საბუთები შეამოწმა.

აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად ერთი ლარით მეტი მიუთითა, ვიდრე ,,ვერელი +"-მა.

გამგეობის შესყიდვების სამსახურმა და სატენდერო კომისიამ სომხეთში რეგისტრირებული არც ამ კომპანიის შეთავაზება მოიწონა.

მესამე ცდაზე კომპანია ,,არჩიკოს ფილიალი საქართველოში"-ს შეთავაზება ნახეს. არც ამ კომპანიის წინადადება აღმოჩნდა მისაღები.

მესამე კომპანიას დისკვალიფიკაცია 2016 წლის 27 აპრილს მისცეს.

ამჟამად, შესყიდვების სამსახურს ახალი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

ხიდისთავის სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, მთელი წლის განმავლობაში, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შენიშვნების გასწორებას მოუნდა.

სატენდერო სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ მშენებლ კომპანიებს უმრავლეს შემთხვევაში ფასების გაანგარიშება არასწორად აქვთ მითითებული. კიდევ ერთი პირობა, რაც გამარჯვებულ კომპანიას წარსადგენად ჭირდებოდა, ბოლო ორი წლის განმვლობაში 2 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილების ქონა იყო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი
დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც
ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
14:21 / 04.11.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის
მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
12:37 / 04.11.2026
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა
ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ
სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
19:21 / 03.11.2026
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე
მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის
სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
16:11 / 03.11.2026
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.