რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ინკლუზიური განათლების პოლიტიკის შესახებ ალტერნატიული ანგარიში განიხილეს
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ,,(განათლების ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში განიხილეს.

შემუშავებული რეკომენდაცია ადგილობრივ სამოქალაო სექტორს ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ექსპერტმა თამარ მოსიაშვილმა წარუდგინა.

აღინიშნა, რომ სპეციალური მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა მნიშვნელოვანია.

მათ აქვთ განსხვავებული სამუშაო პირობები. უწევთ სკოლაში სიარული მაშინაც კი, როდესაც სხვა მასწავლებლები შვებულებაში არიან და სკოლაში არდადეგებია.

დღის ცენტრების მასწავლებლებს საქმიანობის სერიოზული გამოცდილება დაუგროვდათ, თუმცა მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ტრენინგები, ისინი თავად ქმნიან მოსწავლეებთან მუშაობის გეგმებს.

მათი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის შეძენის საშუალებები.

დოკუმეტში ასახულია საქართველოში ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და დანერგვის ეფექტურობა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 24-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.

შეფასება თბილისს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს და მაღალმთიან სოფლებს მოიცავს

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 23 დეკემბერს კონვენციის რატიფიცირების დადგენილება მიიღო, საქართველოს ბევრი ვალდებულების შესრულება დაეკისრა. 

ანგარიშში გაანალიზებულია ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში მიღწეული პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები.

შეხვედრას  საჯარო სკოლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დღის ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რეკომენდაციები განიხილეს.

ანგარიში წარედგინება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს (CRPD), ასევე, წარდგენილი იქნება კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის საბჭოს სხდომაზე, ვენაში, 2016 წლის ივნისში.

ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ: რუსუდან ჭანტურია, სოფიო გორგოძე, თამარ ჩხაიძე, თამარ მოსიაშვილი და სიმონ ჯანაშია. პროექტი დააფინანსა ღია საზოგადოების ფონდმა (OSF).


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი
დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც
ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
14:21 / 04.11.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის
მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
12:37 / 04.11.2026
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა
ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ
სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
19:21 / 03.11.2026
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე
მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის
სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
16:11 / 03.11.2026
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.