რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის ქალთა კაპელას მერიამ დაფინანსება გაუგრძელა
ქალაქ გორის მერიამ კამერულ გუნდს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება გაუგრძელა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მერიის ბიუჯეტიდან გუნდი მიმდინარე წელს 60 ათას ლარს მიიღებს. დანარჩენ 115 000 ლარს - კულტურის სამინისტროსგან.

ჯამში, 2017 წლის მდგომარეობით, ქალთა კამერული გუნდი 175 000 ლარით დაფინანსდება.

ჯირკველიშვილის თქმით, 2016 წელს, ეს თანხა 180 000 ლარს აღწევდა.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლიდან, კაპელა საქართველოს კულტურის სამინისტროს მთლიანად დაექვემდებარა.

კულტურის მინისტრმა, უწყების დაქვემდებარებაში მყოფ სსპი-ებს (საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს) ფინანსური ხარჯების 10%-იანი კლება მოსთხოვა.

ეს მოთხოვნა გორის ქალთა გუნდის ხელმძვანელობასაც დაეკისრა.

გუნდის მენეჯერს, ფინიანსთა სამინისტროს ბიუჯეტიდან გათვალისწინებული 120 000 ლარი 10%-ით უნდა შეემცირებინა.

,,კაპელა ფინანსდებოდა როგორც კულტურის სამინისტროსგან, ასევე, ჩვენგან - მერიისგან. ჩვენი წილი იყო 60 000 ლარი, კულტურის სამინისტოსგან - 120 000 ლარი. მიმდინარე წლიდან აგვეკრძალა საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება. შესაბამისად, კაპელა 120 000 ლარის ამარა დარჩა, რომელიც ასევე, 10%-ით უნდა შემცირებულიყო." - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

,,10%-იანი კლება შეუძლიათ შტატების, ან ხელფასების შემცირების ხაჯზე მოახდინონ" - უთხრა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

კაპელასთან მიმართებაში, კულტურის სამინისტრო არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, რადგან, შესაძლო იყო, რომ სხვა ,,სსპი"-ებზაც გამოეთქვათ პრეტენზია.

საქართველოს მთავრობის ნებართვით, გორის მერიას მიეცა უფლება, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან 60 000 ლარის დაფინანსება კაპელასთვის კვლავაც გაეგრძელებინა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა,
თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას
ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში
გადაადგილება შეუძლებელია.
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა, თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში გადაადგილება შეუძლებელია.
13:20 / 26.10.2026
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის
შენობის აღდგენა რენტაბელურია.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის შენობის აღდგენა რენტაბელურია.
10:32 / 26.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს
5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

18:32 / 24.10.2026
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
17:52 / 24.10.2026
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ
თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
19:41 / 23.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.