რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ნიქოზის სკოლის დირექტორს პედაგოგი უფლებების შელახვაში ადანაშაულებს
დღეს, დილით, ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ მელანაშვილი, გარკვეული დროით, სკოლის შენობაში არ შეუშვეს.

ამის მიზეზი გათავისუფლებული პედაგოგის, მარინა მინდიაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გახდა.

საპროტესტო აქცია სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც ნიქოზის მოსახლეობის ნაწილი აცხადებდა, რომ მელანაშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს.

ისინი, სამსახურში, პედაგოგ მარინა მინდიაშვილის აღდგენას ითხოვენ.

დაწყებითი კლასის პედაგოგი მარინა მინდიაშვილი, თამაზ მელანაშვილმა დისციპლინური გადაცდომის გამო, სამჯერ მიღებული საყვედურის შემდეგ, გაათავისუფლა.

მარინა მინდიაშვილი ამბობს, რომ სამივე საყვედური უსაფუძვლოა და სკოლის დირექტორმა პირადი შეხედულებისამებრ შეადგინა.

ამათგან, ერთ-ერთი საყვედურის თაობაზე, შედგენილი ადმინისტრაციული აქტი სასამართლოშია გასაჩივრებული.

,,შესაბამისად, ის უსაფუძვლო საყვედური, ჯერ, ძალაში შესული არაა, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. არ დაელოდა დირექტორი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და მაინც მიიღო ქალბატონ მარინას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა.

დაძაბულობა, პედაგოგსა და დირექტორს შორის, მას შემდეგ გაჩნდა, რაც, თამაზ მელანაშვილის თქმით, მარინა მინდიაშვილმა ერთ-ერთ ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, სკოლის დირექტორივე აღიარებს, რომ ფაქტი არ დადასტურდა:



,,არ დადასტურდა, სწორედ, იმიტომ, რომ ოჯახები სოფელში ერთმანეთის გადაკიდებას მოერიდნენ. ამ ფაქტის უშუალო შემსწრე მე ვიყავი. აქედან გამომდინარე, ქალბატონ მარინას გაუჩნდა პროტესტი ჩემ მიმართ" - აცხადებს თამაზ მელანაშვილი.

ამჟამად, პედაგოგი მარინა მინდიაშვილი გათავისუფლებულად ითვლება. სასამართლო კი, მისი ერთ-ერთი საყვედურის შესახებ, საჩივარს იხილავს.

,,თუ სასამართლომ დაადგინა, რომ მას უსაფუძვლოდ მივეცი საყვედური, შესაბამისად, შეუძლია სამსახურში აღდგენა მოითხოვოს, თუ არა და, დარჩება გათავისუფლებული" - აცხადებს მელანაშვილი.


თამაზ მელანაშვილი მედიის ყურადღების ცენტ

თამაზ მელანაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2008 წელს მოექცა. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.

იმჟამად, ადგილობრივ გაზეთ ,,ქართლის ხმის" ცნობით, კომისიის თავმჯდომარის თამაზ მელანაშვილის ხელშეწყობით, უბნიდან უცხოელი დამკვირვებლები გააძევეს, რომლებსაც გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ნიქოზში ბათილად გამოცხადდა.




პედაგოგ ციცინო ჯავახიშვილის საქმე

2010 წელს ნიქოზის სკოლის დირექტორმა სამსახურიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგი ციცინო ჯავახიშვილი გაათავისუფლა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საჯარო ინფორმაციის მიღება სკოლის ადმინისტრაციიდან სცადა.

წერილობით განცხადებაში ჟურნალისტი თამარ ხიდაშელი ითხოვდა, რომ მიეწოდებინათ პედსაბჭოს სხდომის ოქმი, განათლების სამინისტროს გენერალური ინპექციის დასკვნის მასალები და ინგლისური ენის პედაგოგის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

აღნიშნული განცხადება დირექტორმა არ ჩაიბარა, ჟურნალისტის გაძევება შენობიდან ჯერ ყვირილით სცადა, ხოლო, შემდეგ ის კიბეებიდან დააგორა, რომელსაც ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჟურნალისტს დღემდე არ ჩაბარებია გორის პროკურატურიდან წერილობით განცხადება - საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ან მიმდინარეობის შესახებ.



მესამე ფაქტი: დაპირისპირება მზია მოსიაშვილთან

თამაზ მელანაშვილმა პედაგოგი მზია მოსიაშვილი რამდენჯერმე გაათავისუფლა, თუმცა, სასამართლოს მეშვეობით, როგორც მზია მოსიაშვილი აცხადებდა, თავი აღიდგინა.

ბოლოს, 2012 წელს დირექტორსა და პედაგოგს შორის დაპირისპირება სადამრიგებლო კლასის ჩამორთმევამ გამოიწვია. მზია მოსიაშვილმა დირექტორის მოხსნის მოთხოვნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.

მიუხედავად ამისა, სამინისტროს წარმომადგენლებმა დირექტორის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიიღეს.

მზია მოსიაშვილი კი, სკოლიიდან, საბოლოოდ, 2013 წლის იანვარში, ახალი წლის დღეებში, გაათავისუფლა.



საარჩევნო პროცესებში ჩარევა

თამაზ მელანაშვილი, 2012 წლის სექტემბერში, პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, წინასაარჩევნო კამპანიისას, დაუპირისპირდა. 

მან და რამდენიმე პედაგოგმა, სხვა ადგილობრივებთან ერთად, კახი კალაძეს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს.

სკოლის დირექტორის პოლიტიკური აქტიურობა ამით არ დამთავრებულა.

სკოლის მოსწავლეებმა მას ფარულად ის გაკვეთილი ჩაუწერეს, სადაც თამაზ მელანაშვილი მოსწავლეებს იმ დროინდელი მმართველი გუნდის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრობდა. მაშინდელი მმართველი გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.