რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მერეთში ,,ოცნების" შეხვედრაზე მოქალაქეს შეკითხვის დასმის უფლება არ მისცეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში მარინა კობალაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ინციდენტი, ორი დღის წინ, გორის მერისა და ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას, მოხდა.

დაპირისპირებაში საკრებულოს წევრები, მაჟორიტარი პარლამენტარი და სოფლის გამგებელი ჩაერთვნენ.

მარინა კობალაძე ამბობს, რომ მას ზონდერები დაუპირისპირეს:

,,მარტივი კითხვა დავსვი: რა კრიტერიუმით შეარჩიეს მალხაზ ბაიაძე სოფლის დეპტატის კანდიდატად? ამ დროს, მოულოდნელად, პარლამენტარის, თემურ ხუბულურის დაცვის წევრი, მოჭიდავე წინ გადამიდგდა და თვალები დამიბრიალა. უნდოდა, ალბათ, ჩემი შეშინება, მაგრამ მკაცრად მივუთითე, რომ გამდგარიყო გვერდით. გარშემო შემომესივნენ სხვებიც, რომლებიც არიან საკრებულოს თანამშრომლები: კახა ბლიაძე; ასევე, საკრებულოს დეპუტატი, ოღონდ, სხვა სოფლიდან ზურაბ ყაჯრიშვილი. ჯერ რა ესაქმებოდა ჩვენ სოფელში და მერე, მით უმეტეს, მე სიტყვის თქმის უფლებას მიკრძალავდა. აღარაფერს ვამბობ პარლამენტარზე, რომელმაც ძალიან უხეში სიტყვებით მიმართა იქ მყოფ ,,ობიექტივის" ჟურნალისტებს" - აცხადებს მარინა კობალაძე.

მისი თქმით, პროცესში აქტიურად ჩაერთო სოფლის გამგებელი და ზონის კოორდინატორი შამილ თუხარელი, რომელიც აქეზებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მე დამპირისპირებოდნენ: ,,მიდით, მიდით, ეგ ლაპარაკს არ მორჩებაო".

მარინა კობალაძე იხსენებს, რომ ფაქტობრივად მერეთის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არავის მისცეს:

,,მოვიდნენ, წარადგინეს კანდიდატები და თქვეს, ახლა წავედით სხვა სოფელშიო? თუ იქ ჩვენ გულისტკივილს არ ვიტყოდით, აბა, რა შეხვედრა იყო ეს?"  - ამბობს იგი.

შეხვედრის მონაწილე ,,ქართული ოცნებიდან" მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ მარინა კობალაძე ჩასაშლელად მივიდა:

,,კითხვა დასვა და მერე ისე, რომ არავის დააცადა პასუხი, თავად სცემდა თავისივე კითხვას პასუხს ნახევარი საათი. ისტერიულად გაუჩერებლივ. სიტყვა აღარავის ათქმევინა. წამით, ერთი წამით არ გაჩერებულა, რომ ან პასუხი მოესმინა ან სხვისი აზრი." - ამბობს გოგინაშვილი.

მერეთში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მარინა კობალაძე, რომელიც 2012 წელს ,,ქართული ოცნების" გამო  ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს უპირისპირდებოდა, დღეს ის ,,ოცნების" მოწინააღმდეგედ გამოიყვანეს.

ვიდეო: მარინა კობალაძე 2012 წლის შეხვედრაზე






პარტია ,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მარინა კობალაძე სხვა პარტიის, კერძოდ, ,,ევროპული საქართველოს" წევრია და, შესაბამისად, ,,ქართული ოცნების" შეხვედრაზე ის არ მისულა, როგორც მხარდამჭერი:

,,ჰკითხეთ მას, თუ ,,ქართული ოცნების" წევრია, რატომ დადის ,,ევროპულ საქართველოში?" - აცხადებს გოგი რაზმაძე, ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრი.

მარინა კობალაძე ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების" წევრი 2017 წლის 29 აგვისტომდე იყო. ამ დღეს, გორის ცენტრში პარლამენტარმა თემურ ხუბულურმა გორის მერის კანდიდატი კოტე თავზარაშვილი წარადგინა:

,,დაგვიბარეს პარტიის წევრები.  შეკრება იყო ციხისუბანში, საკმაოდ, საინტერესო სიტუაცია იყო. ჯერ ხან ერთ კუთხეში მიგვიყვანეს, არა აქ დადგეთო, ხან მეორე კუთხეში ქუჩის. მერე, მივიხედ-მოვიხედე და სულ 20 ადამიანი დავინახე, რომლებიც 2012 წელს ,,ქართულ ოცნებაში" ტრიალებდნენ. ჩემდა გასაოცრად, ისეთი ხალხი დავინახე, რომლებიც 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და ჩვენ გვებრძოდნენ" - ამბობს კობალაძე

მისი თქმით, სამწუხაროდ ,,ცუდი ფოსტა" მუშაობს ,,ქართულ ოცნებაში". 

,,2012 წლის არჩევნების შემდეგ ვმუშაობდი ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ლერი ხაბელოვის ბიუროში. მებარა დევნილების საკითხები, იმ დევნილების, რომლებიც ამ რაიონში ცხოვრობენ. წარმოშობით ქარელის რაიონიდან ვარ და ძალიან კარგად ვიცნობდი ამ რაიონს და მის მოსახლეობას. ოთხი წლის განმავლობაში, ურთულესი პერიოდი გავიარეთ დევნილებთან ურთიერთობაში. იყო უამრავი პრობლემა და, ფაქტობრივად, ამ ბიუროს თანამშრომლების კისერზე გადაიარა იმ წლებმა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალმა პარლამენტარმა გიორგი თორთლაძემ სამსახურიდან დაგვითხოვა, მას სურდა, რომ ბიუროში თავისი კადრები დანიშულიყო. მას შემდეგ მე შინაპატიმრობაში ვიყავი იმ გაგებით, რომ ველოდებოდი ახალ ინიციატივას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისგან, ასევე, გუბერნატორისგან და მათ შორის თემურ ხუბულურისგან" - აცხადებს მარინა კობალაძე.

ის წუხს, რომ პარტიამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა, ერთგული კადრები ვერ შეინახა და ახლა ისეთ ადამიანებს იყენებენ გვერდით, რომლებიც ნებისმიერ წუთს უღალატებენ. ,,დავრწმუნდი, რომ მათში არ ფასობს ერთგულება" - გვითხრა მარინა კობალაძემ.





ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.