რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტმა კახეთის ოთხი სოფელი მოიცვა
ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო და არბოშიკი - ეს ის სოფლებია, სადაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში სამუშაოები 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო მიწის რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში 3870-ზე მეტი ადამიანი შეძლებს საკუთრების უფლების გამარტივებული წესით რეგისტრაციას.

დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში საველე სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე, სააგენტო სამართლებრივ დოკუმენტაციას ამუშავებს, რის შემდეგაც მოსახლეობას საშუალება ექნება, გაეცნოს საკადასტრო აზომვის შედეგებს და შეიტანოს მასში კორექტირებები.

რაც შეეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მეორე სოფელ არბოშიკს, პროექტი აქ იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, მიწის აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო მომსახურებები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

საპილოტო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დასახლებებში მიმდინარეობს და სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება. გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სარეგისტრაციო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით 12 დასახლება შეირჩა: ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო, არბოშიკი, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი, კარალეთი, ზარიძეები, ვედითკარი, ლახამულა, საგურამო, შუახევი - ეს ის არეალებია, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეები საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.