რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
შიდა ქართლის ოთხივე მერიაში ხმაურის შესამოწმებელი მოწყობილობები არა აქვთ
საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პირველი ივლისიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ.

დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირებას, მიღებული ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოახდენენ და აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის 20 სპეციალური მზომის გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდება. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მისი მიღებიდან 4 თვის შემდეგ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები ნაკლებად ინფორმირებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი შესაბამისი მოწყობილობების შესაძენად თანხების მოძიებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფიქრობს, მეორე დაკისრებული ფუნქციის შესრულების გაჭიანურების მიზეზად უკეთესი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების ძიებით ხსნის, მესამე - ამ ვალდებულების შესასრულებლად შესაფერისი სამსახურის შერჩევისთვის საკრებულოს ელოდება, მეოთხემ კი აღნიშნულის შესახებ პირველად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისგან შეიტყო.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ ეს ფუნქცია თბილისში მხლოდ პატრულს ჰქონდა და შესაბამისი მოწყობილობებიც სწორედ მათ გააჩნიათ. დასახელებული ცვლილებების შესახებ კი, როგორც აღმოჩნდა, ამ დრომდე არაფერი სმენია.

„მსგავსი მოწყობილობა ჩვენ არ გვაქვს, როგორც ვიცი თბილისში აქვს პატრულს და თვითონ ახდენენ შესაბამის სამუშაოებს. სამინისტროსგან უნდა გადმომცემოდა მე ეს ფუნქცია?თქვენ მეტყვით რომ თბილისის გარდა ეს საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქში ხდება? შეიძლება რეგიონული ცენტრები ამაზე უკვე ნამუშევრები არიან, მაგრამ მუნიციპალიტეტები - არა. ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული რაზე მესაუბრებით. ძალიან ცუდი, რომ არ მიმიდევნებია თალ-ყური ამ თემებისთვის, შესაბამისად ნამდვილად არ ვიცოდი თუ ამაზე პასუხისმგებლები მუნიციპალიტეტები არიან.“-აღნიშნა მანუჩარ მერებაშვილმა.

მერებაშვილისგან განსხვავებით გორის მერი ამბობს, ცვლილებების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დაკისრებული ფუნქციის შესრრულება სათანადო მოწყობილობების ძიების პროცესმა გააჭიანურა. გორის მერი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის ფუნქციას რომელ სამსახურს შეუთავსებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ამისთვის დამატებითი კადრების მიღებაც გახდეს საჭირო.

„დაწყებულია შესაბამისი მოწყობილობების შეძენის პროცესი, გვაქვს კიდევაც, მაგრამ ისეთი ხარისხის ვერ იყო და ახლა ვცდილობთ უკეთესი ხარისხი მოვიძიოთ და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამ ფუნქციის შესრულება ჯერ არ დაწყებულა, არ გვაქვს ინსტრუმენტები, გვესაჭიროება უფრო ხარისხიანი ხელსაწყოები, დადგინდეს ექვემდებარება თუ არა ხმაური დასაშვებ ნორმებს. როცა გვექნება მოწყობილობები მერე უკვე გამართულად დავიწყებთ ამ ფუნქციის შესრულებას. თუ ვერ შეძლეს ჩემმა თანამშრომლებმა ვისაც ამას დავაალებთ, შეიძლება ახალი კომპეტენტური კადრების მიღებაც მოგვიწიოს. ჯერ არავისზე არ ვფიქრობ, ვიზე უნდა ვიფიქრო,. შევხედავთ, ვისაც შეიძლება რომ ეს ფუნქცია დაევალოს იმას შევიუთავსებთ.“-ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა უკვე იცის, რომ ამ ფუნქციას ზედამხედველობის სამსახური შეასრულებს. ამ ეტაპზე მისი თქმით, მერიასი საკითხსი ერკვევიან და კანონში შეტანილი ცვლილებების შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგებიან.

„ჯერჯერობით მოწყობილობები არ გვაქვს. ვაზუსტებთ ტექნიკურ მონაცემებს და ამ ფუნქციის შესრულებას მალე აუცილებლად დავიწყებთ. თანხების საკითხებმა შეგვიშალა ხელი,გაირკვევა და დავალაგებთ. უფრო კარგად გავერკვევი და რამდენიმე ხანში გეტყვით ზუსტად ყველაფერს. შეიძლება დადგეს ამ კონტროლის საჭიროება შეიძლება ძალიან მასშტაბური დოზით არა, მაგრამ რადგან კანონი გვავალდებულებს უნდა შევასრულოთ. ეს ფუნქცია ზედამხედველობის სამსახურს დაეკისრება და დანარჩენს პრაქტიკა გვიჩვენებს რა იქნება საჭირო“.-განმარტა გიორგი გურასპაშვილმა.

გურასპაშვილის მსგავსად კანონის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს ზაზა გულიაშვილი, თუმცა ხმაურის ქარელის მუნიციპალიტეტში ის ხმაურის დონის კონტროლის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ჯერ ამ ფუნქციას არ ვახორციელებთ. ეგ თემა დაძრული გვაქვს და ვმუშაობთ მაგ საკითხზე. ზედამხედველობას ვუმატებთ მაგ ფუნქციას. როგორ უნდა განვახორციელოთ ამას ჯერ საკრებულო სჭირდება, ფუნქციის დამატება ზედამხედველობას და მთელი პროცედურებია გასავლელი. ასე რომ გადმოგვეცა ეს ფუნქცია მხოლოდ ესარაა საკმარისი, მთელი საკითხებია შესამუშავებელი და გასავლელი. დამატებითი კადრების მიღება არამგონია რომ გახდეს საჭირო, როგორც მახსოვს ასეთი ჩანაწერია, რომ ეს ყველაფრი შსს-სთან შეთანხმებულად უნდა მოხდეს. თუ არ ვცდები სათანადო ტექნიკაც მაგათმა უნდა შეიძინონ და ჩვენ გადმოგვცენ. ახალი კანონია და ალბათ წლის ბოლოსკენ დაემატება საკრებულოს საკითხებს ეს თემაც. 4 წელია აქ ვმუშაობ და რომ გითხრათ ახლა ამის საჭიროება ჩვენთან ნაკლებადაა. არც რესტორნებია, არც კაფე-ბარებია ისეთი და არანაირი ხმაურის პრობლემა არაა, მაგრამ კანონი კანონია“, ამბობს ზაზა გილიაშვილი.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ 77¹ და 77² მუხლები 2017 წლის 30 ივლისიდან დაემატა, რომელთა მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით განისაზღვრა, თუმცა რა რეაგირებას მოახდენენ და როგორ გააკონტროლებენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ხმაურის დონეს, შიდა ქართლის რეგიონში ეს ჯერ არ განსაზღვრულა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.