|
01.04.2015 ფონდი ,,ქართველი"-ს გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაქრაძე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში მოქალაქეობის აღმნიშვნელ გრაფაში ,,ქართველის" ჩაწერას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციამ საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა.
01.04.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ბერიანიძე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაყალბების ფაქტზე 2015 წლის 30 მარტს რესტორან ,,აგურებში" იმ დროს დააკავეს, როდესაც მას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ცნობით, 180 000 ლარი ოფიციანტმა ჩანთით მიუტანა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი იაშვილის თქმით, მისი სპეციალისტის დაკავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ უკავშირდება.
ლიბერთი კლუბი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებელი საჩუქრად 5 ლარის სასაუბრო დროს მიიღებს. მომხმარებელმა გადახდა უნდა განახორციელოს მინიმუმ 10-ჯერ, 10 ლარის ოდენობით თითოეული გადახდის დროს. ყოველი ასეთი მეათე გადახდის შემდეგ, მომხმარებლის სასაუბრო დრო ავტომატურად შეივსება 5 ლარით.
31.03.2015 კომპანია ,,ტოროს" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგეობის წინადადებით ქალაქის ერთ-ერთ უბანში თავისუფალი ადგილი სამაცივრე მეურნეობის საწარმოებლად არ დაუთმო. ამის შესახებ გადაწყვეტილება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლო სხდომაზე, ერთხმად მიიღო. შპს ,,ტორო" 2014 წლის ნოემბრიდან ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მეფრინველეობის მეხორცულ საწარმოს აშენებას შეუდგა.
31.03.2015 გორის რაიონის სოფელ ზერტში ადგილობრივები ხეხილის ბაღის გაშენებას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სარწყავი არხები მოწესრიგებულია, წყალი მაინც ჭირს. ნერგების სიცოცხლისუნარიანობა წყალზეა დამოკიდებული. ყურადღებას სოფლის მეურნეობის იმ სამთავრობო პროგრამებზე ამახვილებენ, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე არ მიდის.
30.03.2015 კასპში სასწრაფო დახმარების მანქანას ტაქსი დაეჯახა. დაშავებულია სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი 5 მგზავრი, მათ შორის ბრიგადის ექიმი. პაციენტს კი ავარიის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.
30.03.2015 შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია ,,თრიალეთს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიცემული პირობის ასრულებას სთხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციიდან წერილობით აცნობეს. რუსიშვილის განცხადებით, რეგიონში იმ გუბერნატორის ყოფნა არ სურთ, რომელიც ქრთამს არ იღებს და გარიგებებში არ შედის. შიდა ქართლის პროკურატურა გამგეობის 2012-2013 წლების მუშაობას სწავლობს და კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერიც დააკავა. ,,თრიალეთის" წყაროებს კი აფრთხილებენ, რომ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან არ ითანამშრომლონ.
30.03.2015 პარტია ,,ქართული ოცნების" ოფისში ადგილობრივმა აქტივისტებმა და მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა რამაზ ბერიანიძემ შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ ერთმანეთი მოენატრათ, ხოლო შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო გეგმები შეიმუშავეს.
28.03.2015 გორში, სტალინის გამზირზე მცხოვრებ თინათინ მეზვრიშვილს საცხოვრებელი ბინის კარებზე შეურაცხმყოფელი წარწერები 16 მარტიდან დღემდე უკვე მეორედ დახვდა. ამის შესახებ საპატრულო პოლიციას ეცნობა და გამომძიებლებმა მუშაობა დაიწყეს.
27.03.2015 კასპის საკრებულოს სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, კასპის მუნიციპალიტეტის მხრიდან საბიუჯეტო თანხების სანიმუშოდ ათვისებისთვის გამოცხადებული მადლობის შესახებ, განხილვის საგანი გახდა. დამოუკიდებელი წევრი ვახტან ბეჟიტაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი რობერტ კავთიაშვილი გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსს რუსუდან მაზმიშვილს დაუპირისპირდნენ. ხმაური ბოლოს რესპუბლიკელმა ხათუნა თათანაშვილმა დააცხრო.
27.03.2015 ,,წინა მთავრობის გამგებელი თვეში 400 ლიტრს ხარჯავდა, ომის დროს კი 600 ლიტრამდე აიყვანა. ამჟამინდელ გამგებელს რაში ჭირდება 800 ლიტრი" - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ქარელის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ ქველაძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე. ,,როდის გითხარი, რომ 400 ლიტრს ვხარჯდავდი? 400-საც ვხარჯავდი, 600-საც და უფრო მეტსაც" - უპასუხა მის გვერდით მჯდომმა ყოფილმა გამგებელმა ილია ბურჯანაძემ. ,,კიდევ კარგი არ ვიჯექი" - დაამატა ილია ბურჯანაძემ.
27.03.2015 გორის საპატრულო პოლიცია და მერია ქალაქში საგზაო მოძრაობის ახალი წესების და რეგულაციების შესახებ კვლევას აგრძელებს. პროექტი, რომელიც მერიამ საკრებულოს უკვე წარუდგინა, საპატრულო პოლიცია მასშტაბურს უწოდებს, ხოლო მის განხორციელების შემთხვევაში დიდი რესურსების დახარჯვის შესაძლებლობას ხედავს. 8 პუნქტიანი გეგმიდან საპატრულო პოლიციას, ჯერჯერობით, მხოლოდ მე-3 პუნქტის შესრულება მიაჩნია ადვილად.
26.03.2015 ,,კომბინატი კვდება ზურა" - გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საკრებულოს წევრი ზურაბ როსებაშვილი ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან" ამ დასკვნამდე დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე მივიდნენ.
26.03.2015 მას შემდეგ, რაც რეგიონალური ტელევიზიის ,,თრიალეთის" გენერალურმა დირექტორმა შიდა ქართლის გუბერნატორისგან, ზურაბ რუსიშვილისგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან თვეში 3 000 ლარის ღირებულების საეთერო მომსახურების შესყიდვის თაობაზე, უარი მიიღო, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტმა რუსუდან მამასახლისმა, ამავე გუბერნატორის ბიზნესინტერესებზე, ატენში ფეშენებელური ვილის და სასტუმროების თაობაზე, დაწერილი ტექსტი პრემიერ-მინისტრს წაუკითხა.
25.03.2015 ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართული მწვანილით დატვირთული ავტომანქანა გამშვებ პუნქტთან "Верхний Рук" დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო «Рес» სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
25.03.2015 მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შედეგად გამოწვეული პრობლემები განიხილეს, ხოლო მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულ სასაფლაოებსა და სამლოცველოებში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
25.03.2015 ვიშეგრადის ქვეყნებში მომუშავე საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის არსებულ ურთიერთობის გამოცდილებას, 10 დღის განმავლობაში, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან. ამის თაობაზე შიდა ქართლის განვითარების სააგენტომ გრანტი სლოვაკეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ფონდებიდან მოიპოვა. სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯაფარიძემ გორის მერთან ერთათ პროექტის მიზნები გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პროექტის სავარაუდო მონაწილეებს გააცნო.
25.03.2015 დღეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
25.03.2015 გორში, გელდიაშვილის ქ. #1 კორპუსის ეზოში სასმელი წყლის მილების გამოცვლა მობინადრეთა ,,ამხანაგობის" ინიციატივით დაიწყო. 8 507 ლარის ღირებულების პროექტს მერია 6 805 ლარით აფინანსებს. დანარჩენს კორპუსის მცხოვრებლები დაფარავენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











