|
28.05.2015 გორში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის 4 შენობას ეკონომიკის სამინისტრო საკუთარ ბალანსზე აყვანის მიზნით ითხოვს. ამის წინააღმდეგ ქალაქის საკრებულოს 3 ოპოზიციური პარტია - ,,თავისუფალი დემოკრატები", ,,ერთიანი ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძე" და ,,ქართული პარტია" - მიდის. კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მერიის თხოვნის წერილი განიხილეს. გორის მერი საკრებულოსგან შენობების გადაცემის ნებართვას ითხოვს.
28.05.2015 გორის რესტორნებში ტრადიციად ქცეულ ჩხუბის სერიებს პოლიციელები აქტიურად ,,უერთდებიან". რესტორან ,,ნაჭარმაგევში" მომხდარი მასშტაბური დაპირისპირების შემდეგ რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობას გიორგი ლოთუაშვილი ტოვებს. მისმა პოლიციელებმა სპეცრაზმელებს სძლიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, განმარტებისგან თავს იკავებს.
ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ამა წლის 30 და 31 მაისს, გორში იმართება ფორუმი „პარტნიორობის შესახებ“, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, კულტურის სფეროში მომუშავე ცენტრები.
27.05.2015 ,,ჩემი შვილიშვილის ტოლია კალაძე, მაგის მეუღლე ჩემი შვილიშვილის კურსელია. უნდა გულზე დავადო ხელი, გავიგო, ქვისა აქვს თუ ხორცისა" - უთხრა Qartli.gE-ს კასპის რაიონის სოფელ თელადგორში მცხოვრებმა მოხუცმა ქალბატონმა იმ დროს, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს სოფელში ელოდებოდნენ.
27.05.2015 დამოუკიდებლობის დღე ქარელში კონცერტით აღნიშნეს. ზეიმს ოპოზიცია შორიდან ადევნებდა თვალყურს.
27.05.2015 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
26.05.2015 დღეს საღამოს, 18:20 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით სხვა და სხვა დროს უკანონოდ დაკავებული 10 პირი გათავისუფლდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღეს გორში შოუბიზნესის ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებსაც სხვადასხვა დროს, კულტურის სამსახურის სხვადასხვა ხელმძღვანელების მეშვეობით, მუდმივად იწვევენ.
26.05.2015 ეპიზოდი დამოუკიდებლობის დღიდან. სცენაზე - ბავშვთა საცეკვაო გუნდი ,,ხელოვნების აკადემია"
25.05.2015 კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, სოფლის პროგრამით განხორციელებული პროექტი, სასმელ წყალთან დაკავშირებით, გუბერნატორის ლოგიკაში არ ჩაჯდა. ამის შესახებ რეგიონის პირველი პირისა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 30 ათას ლარიანმა რეაბილიტაციამ სასმელი წყლით მხოლოდ მოსახლეობის 70% დააკმაყოფილა.
25.05.2015 გორის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში სკოლის მოსწავლეებსა და სპორტსმენებს შორის ჩხუბი მოხდა. საპატრულო პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, სკოლის ორი მოსწავლე დააკავა მხოლოდ.
23.05.2015 ,,ოპოზიცია ჯანსაღი გვყავს საკრებულოში" - უთხრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს. 22 მაისს საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კვარტალში ერთხელ იმართება, გუბერნატორმა ქალაქში რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიმდინარეობა მოიკითხა.
23.05.2015 ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოებით დასტურდება, რომ საუდის არაბეთიდან და იორდანიიდან მობრუნებული ცხვარი სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის მინდვრებზე ფოთის პორტიდან ჩაყვანილი ცხვრები 21 დღიან კარანტინის პერიოდს გადის და სიტუაცია მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი.
22.05.2015 სასმელი წყლის პროექტების ჩავარდნის გამო შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციასთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გუბერნატორმა სხვა რაიონების წარმომადგენლების გასაგონად ისაუბრა. შეხვედრას რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი არ ესწრებოდა, ხოლო მის მოადგილეს გია წვერავას შეხვედრა დაატოვებინეს, როგორც არაუფლებამოსილ პირს კანონით განსაზღვრულ საბჭოს შემადგენლობისთვის.
21.05.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები იმ დოკუმენტების შეგროვებას შეუდგნენ, რომელიც მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს ფართისა და ამ ფართის საიჯარო საბაზრო ღირებულების შესახებ მონაცემებს შეიცავს. ამ დოკუმენტების წარდგენა საკრებულოს წევრებმა მოითხოვეს. მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს საკითხი მომავალ სხდომაზე გადაწყდება.
21.05.2015 იორდანიიდან საქართველოში უკან დაბრუნებულ ცხვარს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე არსებულ დაახლოებით 300 ჰა საძოვარზე აგროვებენ. დღეს სპეციალური მანქანებით ფოთის პორტიდან 400 სული ცხვარი უკვე ჩაიყვანეს. იორდანიაში ქართულ ბიზნესკომპანიას ცხვრების შეყვანის უფლება არ მისცეს. ცხვარი მანამდე საუდის არაბეთში მიჰყავდათ.
21.05.2015 რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოებისა და ელექტრო–მექანიკური სისტემების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 მაისის, 00:00 სთ–დან 07:00 სთ–მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
21.05.2015 ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ. ამის შესახებ დადგენილების პროექტი ქალაქ გორის საკრებულოში გუშინ 20 მაისს შევიდა. ახალ გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
21.05.2015 გორის რაიონის სოფელ უფლისციხესთან გაკეთებულ ახალ სარწყავ არხში, ერთ-ერთ მონაკვეთზე, საცდელად გაშვებული წყალი უკან დაბრუნდა. ამის გამო სამელიორაციო სამუშაოები აპრილის თვეში დროებით შეჩერდა. მაისის თვიდან კი განახლდა. მასშტაბური პროექტი, რომელსაც კომპანია ,,გრანდი" ახორციელებს, ყარაღაჯი-დოესი-გრაკალი-ქვახვრელი-უფლისციხე-ხიდისთავს მოიცავს.
20.05.2015 დაკავებულებს ბრალად ადამიანის გატაცება და მძევლად აყვანა ედებათ. საგურამოს ტყეში 2015 წლის 31 მარტს ატეხილი ჩხუბის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ჯერ სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ, შემდეგ 6-მა ადამიანმა ორი პირი მანქანაში ჩასვა და გორში ერთ-ერთ ბინაში მიიყვანა. პოლიციამ შეტყობინება მეორე დღეს მიიღო და ხუთი პიროვნება (ერთი მოგვიანებით) გატაცების მუხლით დააკავა. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო წაყენებული ბრალი, მხოლოდ, ჩხუბის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











