რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ქეთი მელუა გორში

13.02.2015 მომღერალმა ქეთი მელუამ, გორის  ქალთა კამერულ გუნდთან ერთად, 12 თებერვალს, ექსპერიმენტალური რეპეტიცია ჩაატარა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალთა კამერული გუნდის ქორმაისტერმა თეონა ცირამუამ განუცხადა. მისი თქმით, რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო იმის თაობაზე, თუ რა გეგმები აქვს მომავალში გუნდს ქეთი მელუასთან ერთად, თეონა ცირამუა, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.

03:42 / 14.02.2015
რეიტინგებში ჩამორჩენილი გამგეობები

13.02.2015 საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, გასულ წელს, ყველაზე რეიტინგული ,,თვითმმართველი" უწყება შიდა ქართლში გორის საკრებულო აღმოჩნდა. ყველაზე არაანგარიშვალდებული კი, კასპისა და ქარელის გამგეობები. ამის შესახებ ,,ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ 2015 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

00:21 / 14.02.2015
ანონსი: შეხვედრა სტალინის მუზეუმში

2015 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე სტალინის მუზეუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამი” ტიმოთი სნაიდერის წიგნის: “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის” თარგმანის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს. 

16:44 / 13.02.2015
წელს შიდა ქართლში 50 ათასამდე ფერმერი მიწას უფასოდ მოხნავს

12.02.2015 „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“  ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით,  შიდა ქართლის 74 ათასზე  მეტი ბენეფიციარი დახმარებას მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 49 695 ფერმერი.  ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გუბერნიის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

 
22:20 / 12.02.2015
გაფრთხილება მძღოლებს - ჭავჭავაძის გამზირი ცალმხრივი ხდება

12.02.2015 საპატრულო პოლიცია და გორის მერია, ერთობლივი შეთანხმებით, ჭავჭავაძის გამზირზე (ბარათაშვილის ძეგლიდან ძველ ბაზრამდე) ორმხრივ მოძრაობას აკრძალავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცალმხრივი მოძრაობა, ბარათაშვილის ძეგლიდან გურამიშვილის კვეთამდე, გამოსაცდელი ვადით, 13 თებერვალს, 11 საათიდან 13 საათამდე გაგრძელდება.

 

 

21:42 / 12.02.2015
ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება დასრულდა

12.02.2015 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროექტი  დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული სრული მონაცემები  ქალაქ გორის მერიას  გადაეცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

 
16:36 / 12.02.2015
მერია მშენებელს სასამართლოში უჩივის - მხატვრები კი ელოდებიან

11.02.2015 კომპანიას, რომელმაც 2014 წელს სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაცია განახორციელა, გორის მერია სასამართლოში, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, უჩივის. ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დაახლოებით  110 ათასი ლარიდან მერია უკან 40 ათასი ლარის დაბრუნებას ითხოვს. კომპანია თანხის დაბრუნებას საკუთარი სურვილით არ აპირებს.

02:30 / 12.02.2015
მედიაციის დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში

10.02.2015 მედიაციის ცენტრსა და გორის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში  უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაციის კლინიკა გაიხსნება, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მედიაციის საფუძვლებსა და პრინციპეპბს. დაეუფლონ პრაქტიკულ უნარჩვევებს და მონაწილეობა მიიღონ სიმულაციებში.

00:29 / 11.02.2015
სამეფო ქუჩის სიბინძურე

10.02.2015 წვიმის დროს სანიაღვრე არხებში წყალი გასავალს ვერ პოულობს. ამის გამო ნიაღვარი სახლებში და ეზოებში შედის. სამეფო ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სწორედ, ყოფილი ლენინის ქუჩის ჩასმას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.

22:36 / 10.02.2015
იგოეთი-კასპის გზის მოასფალტებაზე 4 მლნ ნახევარი ლარი დაიხარჯება

10.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, იგოეთი-კასპის გზის მოასფალტებისთვის 4 მლნ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ გამგებელმა საკრებულოს დეპუტატებს იმ დროს განუცხადა, როდესაც გზების რეაბილიტაციის პროგრამიდან დაახელობით 200 ათასი ლარის ,,შემცირების" წინადადებით შევიდა.

18:47 / 10.02.2015
კომბინატში ირწმუნებიან, რომ ძაღლს მდუღარე წყალი გადაასხეს

10.02.2015 გორში, კომბინატის დასახლებაში აცხადებენ, რომ მაწანწალა ძაღლს მდუღარე წყალი გადაასხეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დასახლების მოზარდებმა აცნობეს და ფოტოც მიაწოდეს. ძაღლი აღრიცხვაზე გორის თავშესაფარში ჰყავდათ აყვანილი და მკურნალობაც ჩატარებული ჰქონდა. შემდეგ კი ერთ-ერთ სასადილოს მიეჩვია.

17:57 / 10.02.2015
პრეზიდენტს დანაპირებს უხსენებენ: ,,თუ ბალახი ამოდის სახლში, მოთოხნე, მოთოხნეო"

09.02.2015 ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები ლილი ბირთველიშვილი საქართველოს პრეზიდენტს და მუნიციპალიტეტის გამგებელს, ერთი წლის წინ მიცემულ პირობას, უხსენებს. ამის შესახებ ლილი ბირთველიშვილმა სოფელში სტუმრად მყოფ რაიონის გამგებელს განუცხადა. ლილი ბირთველიშვილი ვაგონში ცხოვრობს. ხელმძღვანელი პირების დღევანდელი განცხადებით, ჯობია, მოხუცებული საცხოვრებლად შვილებთან გადავიდეს.

23:21 / 09.02.2015
,,იოლი ფული" - მოხსენებითი ბარათებით

09.02.2015 შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლების დეპუტატებისთვის ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახური,  ხარჯების სახით, ყოველთვიურად, აღებულ 500-500 ლარის კანონიერებას ამოწმებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაგალითი მოიყვანეს, სადაც მაკონტროლებლები ხარჯების სახით გაცემული თანხების მიზნობრიობას სწავლობენ. ქარელის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურიდან კი გვაცნობეს, რომ მათ უწყებაში, ხარჯების შესახებ, არც ერთ მაკონტროლებლებს საბუთები არ მოუთხოვებიათ.

 

 

18:26 / 09.02.2015
პოლიციელი გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

08.02.2015 პოლიციის თანამშრომელი გია (გიორგი) სოსანაშვილი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ დააკავა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორის პირველმა მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდანაა და ბოლო დრომდე ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, წალკის რაიონში მუშაობდა. იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. სოსანაშვილი 7 თებერვალს დააკავეს.

19:09 / 08.02.2015
პროკურატურამ კასპის რაიონში პოლიციის თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა

08.02.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ საკორინთლოში პოლიციის თანამშრომლის გიორგი სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა 7 თებერვალს ჩატარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. ინფორმაციას ტერიტორიული თემის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. 

02:43 / 08.02.2015
,,გაგვაგებინეთ, სად ხართ?" - კოალიციური დაპირისპირება

06.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებულ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე, ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრებს,  - ,,საუბრები" - დაუწუნეს. ,,ფაქტია, რომ ჩვენი პარტიის წევრებს კონკურსში ხელახლა უწევთ მონაწილეობის მიღება, ამით, ყველაფერია ნათქვამი" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხათუნა თათანაშვილმა, რომელიც საკრებულოში ,,ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - ქართული ოცნება"-ს ხელმძღვანელია.

20:14 / 07.02.2015
ცვლილება რეგიონის პოლიციაში

06.02.2015 შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ლოთუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის თქმით, ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გენგაშვილი უწყებაში რჩება.

03:01 / 07.02.2015
გამგებელი: ,,18 ათას ლარს ჩემი ხელფასიდან დავაბრუნებ ბიუჯეტში"

06.02.2015 უზენაესმა სასამართლომ ექვსი რწმუნებულის გათავისუფლების ფაქტი უკანონოდ მიიჩნია, ხოლო მათთვის,  კომპენსაციის სახით,  18 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის, დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ყოფილი მოსამართლის და, ამჟამად, მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, ანაზღაურებელ თანხას ამ შემთხვევაში საკუთარი ხელფასიდან  შეავსებს.

01:37 / 07.02.2015
დაძაბული შეხვედრა მერსა და მოვაჭრეებს შორის

06.02.2015 ის მოვაჭრეები, რომლებიც გასულ წელს, ძველი ბაზრის ტერიტორიიდან, სხვადასხვა კომერციულ ადგილებზე გადაანაწილეს, დღეს გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ. ისინი ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას, ანდა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ. მოთხოვნის საფუძვლად მოვაჭრეებმა უნებართვო გარევაჭრობის ფაქტები დაასახელეს. გორის მერის განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ და თანაც უნებართვო გარემოვაჭრეებს გაფრთხილების წერილები მერიიდან უკვე დაეგზავნათ, ხოლო კერძო კომპანიის, ,,ისრაელი-საქართველოს პროექტების მართვის" საკუთრებაში არსებულ ტერიტორიიდან მოვაჭრეების აყრა - მერიის კომპეტენციას სცილდებაო.

22:21 / 06.02.2015
ჟურნალისტები და მინისტრების პრესსამსახურები ერთად

05.02.2015 ჟურნალისტებისა და მინისტრების პრესსამსახურების ,,ურთიერთობა"  სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დროს. 

02:34 / 06.02.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.