რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
აშშ-ისა და ლატვიის ორკესტრების კონცერტი გორში
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრებმა გორში კონცერტი გამართეს.

კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა, V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები დაესწრნენ.

უცხოური ბენდები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობენ.

ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი 1991 წლის დეკემბერში დაფუძნდა, როდესაც მუსიკოსების ჯგუფმა მოამზადა კონცერტი, რომელმაც ლატვიის კულტურის მინისტრის რაიმონდ პაულსის მაღალი შეფასება დაიმსახურა.1992 წლის 3 იანვარს ბენდმა რეგულარული რეპეტიციები დაიწყო და პროფესიულად სულ უფრო გაიზარდა.

დღეს ბენდი მუსიკალურ აკომპანირებას უწევს ლატვიის პრეზიდენტს და სხვა მაღალი რანგის პირებს, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა სამხედრო ცერემონიებსა თუ აღლუმებში, სატელევიზიო პროგრამებში, სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებში და მუსიკალურ არანჟირებას უწევს ლატვიის მასშტაბით სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ორკესტრი კი მუსიკალურ საქმიანობას ევროპაში, აფრიკასა დ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ეწევა. ბენდი მუსიკალურად აფორმებს ევროპასა და აფრიკაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების შტაბში, ასევე ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტებს.

მონაწილეობს სამხედრო აღლუმებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებში. ორკესტრს ისტორიული გამოსვლები ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ნატოს პარტნიორ ქვეყნებში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში. ბენდის რეპერტუარის დიდი ნაწილი მოიცავს ამერიკულ მარშის მუსიკას, ასევე ბროდვეის მელოდიებს, კინომუსიკას, ამერიკულ ჯაზს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.