10.03.2015 ქართული ცეკვის ლეგენდის ნინო რამიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიება გორის სულხან ცინცაძის სამუსიკო კოლეჯის ფოიეში გაიმართა, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის, ანსამბლ სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავის თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენით გაიხსნა.
10.03.2015 პროექტ „განავითარე ბიზნესის“ ფარგლებში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ადგილობრივ ფერმერულ გაერთიანებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი, ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ფერმერული გაერთიანება „ნიქოზის“ შემდგომი განვითარებისთვის სამოქმედო ნაბიჯების დასახვა იყო.
10.03.2015 გასული სასწავლო წელი მაღალი შეფასებით 160 მოსწავლემ დაამთავრა, საშუალოზე მაღალი 153-მა, საშუალო 58, საშემოდგომო გამოცდა მიეცა 28 მოსწავლეს, სკოლიდან გავიდა 28 მოსწავლე. ამის შესახებ ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის წლიურ ანგარიშშია საუბარი, რომელიც ქალაქ გორის საკრებულომ ცნობის სახით მიიღო.
09.03.2015 გორის რაიონის სოფელ ვარიანში გენადი და ხათუნა ზუბაშვილების ოჯახში 3 პოლიციელი გვიან ღამით მოულოდნელად მიიჭრა. მრავალშვილიან გენადი ზუბაშვილს პოლიციის განყოფილებაში წასვლა მოსთხოვეს. საკუთარ ეზოში ბავშვების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მასპინძელმა ცემას თავი დააღწია და ნაკვეთისკენ გაიქცა. მის ნაცვლად პოლიციელებმა დიასახლისი გოგონასთან ერთად წაიყვანეს. ინციდენტი 9 მარტს გვიან საღამოს 10 საათიდან 11 საათამდე მოხდა.
09.03.2015 სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამების თაობაზე არაფერი იცის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს გორის რაიონის სოფლებში ადგილობრივები უცხადებენ.
09.03.2015 ,,სამ შემთხვევაში საჯარიმო თანხები ანაზღაურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თხოვების ფორმით გადაცემული ავტომანქანებით განხორციელებული დარღვევისთვის" - წერს სახელმწიფო აუდიტი 2012-2013 წწ-ის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შემდეგ.
09.03.2015 გორის რაიონის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, 2015 წლის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ნაწილში, საპრემიო თანხა 136 600 ლარით განსაზღვრეს. ამის შესახებ ბიუროს შემადგენლობამ 2015 წლის 5 მარტს იმსჯელა. საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსის რეზო გოგიაშვილის თქმით, პრემიები საჭიროა.
09.03.2015 გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი თეატრალურ ფესტივალზე ჩელიაბინსკში მიიწვიეს. ფესტივალზე თეატრის დასი 6 მარტს გაემგზავრა. მსახიობები ცნობილი ევროპელი ავტორის ამელი ნოტომის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “საწვავი” ითამაშებენ. მისი რეჟისორი სოსო ნემსაძეა.
08.03.2015 დღეს გორის თეატრის წინ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული გორის ქალთა კლუბის ორგანიზებით ქალთა უფლებებისთვის აქცია მოეწყო. მსვლელობის მონაწილეებმა პეტიციის ტექსტი წაიკითხეს.
07.03.2015 გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულმა თეატრმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის ზონიდან დევნილ ოჯახების შვილებს უმასპინძლა. საქველმოქმედო სპექტაკლის ჩატარების ინიციატივა დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის მეუღლეს, თამთა ყუბანეიშვილს ეკუთვნის.
07.03.2015 მასალა მომზადებულია საზოგადოება ,,ბილიკის" მედია-სკოლის მოსწავლეების მიერ
06.03.2015 ,,არასრულწლოვნებში ყველაზე პოპულარული დანაშაული ეს არის ძალადობრივი დანაშაულებები და სწრაფი აპარატების გატეხვის ფაქტები" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გორში 5 მარტს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. არასრულწლოვნებში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის შესახებ გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი დაინტერესდა.
06.03.2015 ,,გენერალურ ინსპექციას მხოლოდ 2014 წელს 2 796 პოლიციელი ჰყავს დასჯილი, ეს არის კონკრეტული გადაცდომები, კონკრეტული დანაშაულები, კონკრეტული თამაშის წესის დარღვევები. 2 ათასამდე კი 2013 წელს არის დასჯილი." - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გორში გამართული შეხვედრისას განაცხადა.
06.03.2015 გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერს სოლომონ გიგაურს თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ მიმართა.
06.03.2015 ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს პროექტების მართვის სააგენტო დაფარავს. პროგრამის - „დანერგე მომავალი“ - მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განცხადება დღეს გააკეთა.
06.03.2015 გორის ღვთისშობლის შობის სახელობის ტაძარში მისულ სტალინელებს სასულიერო პირმა ეკლესიის დატოვება მოსთხოვა. იუწყება შიდა ქართლის რეგიონალური ტელეკომპანია ,,დია". ინციდენტი 2015 წლის 5 მარტს სტალინის გარდაცვალების დღეს მოხდა. სტალინელები ეკლესიაში სახლმუზეუმთან გამართული შეკრების შემდეგ მივიდნენ.
2015 წლის 5 მარტს გორში სადაზღვევო კომპანია ალდაგის ახალ ფილიალი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია და სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჭკადუა შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწოდეს
05.03.2015 მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. დღეს გვიან საღამოს მათ კასპის ცენტრში ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები ამჟამად კასპის საავადმყოფოში ჰყავთ.
05.03.2015 კასპის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, სახელმწიფოს მხრიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დედალ-მამლებით, კურდღლებით, ნერგებით და საოჯახო ტექნიკით ეხმარებიან. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ქვემო ჭალაში მარეხ ყამბეგაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიულ ერთეულში ყამირი მიწებიც სრულად აითვისეს.
05.03.2015 ,,გორის რაიონის სოფელ წედისში, სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მოძებნა და იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სამუშაო არ არის შესრულებული." - ამ წინადადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ სპეციალურ ანგარიშში ამოიკითხავთ, რომელიც 2015 წლის იანვარში მუნიციპალიტეტს გასაცნობად გაუგზავნეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


