რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,არც ბოლშევიკების და არც მენშევიკების გენერალი" - მაზნიაშვილის გახსენება

2015 წლის 9 სექტემბერს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნის დღე აღინიშნა.
სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სამთავისი-კასპის ეპარქიის მეუფე დამიანემ, გენერლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

00:55 / 11.09.2015
,,სალამანკას ბრძოლა" მთავარ მოედანზე

08.09.2015 ,,ბრიტანეთის სამეფოს არმიის ბენდის საქართველოში სტუმრობა კიდევ ერთი დასტურია, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის გზაზე." - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

03:34 / 09.09.2015
,,უნიათო" ორმოულები ქალაქში

08.09.2015 აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სამუშაოები 29 სექტემბერს დასრულდება. მანამდე კეცხოველის ქუჩაზე, რომელიც გორს კასპის მიმართულებით აკავშირებს, მათ შორის, ტურისტულ ზონებს - უფლისციხე, ატენს - მანქანები იმტვრევა.

17:30 / 08.09.2015
,,სიმულანტები" ქალაქის საკრებულოში - რეაქცია ვიდეომასალის ირგვლივ

07.09.2015 ,,ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა, სადაც მერს დავანახვეთ, თუ რა საკითხები ჩავარდებოდა სავარაუდოდ საკრებულოს სხდომაზე" - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ, რომელიც Qartli.gE-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოს მიუძღვნა.

22:53 / 07.09.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ,,თრიალეთი" გაამტყუნა

06.09.2015 დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოთხოვნა, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მხრიდან ქარტიის პირველი და, თანაც, მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევის შესახებ, დააკმაყოფილეს. დადგინდა, რომ მედიასაშუალებამ  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (საზოგადოების უფლება მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) არ დაიცვა.

22:53 / 06.09.2015
ჩხუბი რესტორან ,,დარიალში" - არიან დაშავებულები

06.09.2015 რესტორან ,,დარიალში" 5 სექტემბერს გვიან საღამოს ჩხუბი მოხდა. დაშავდნენ ქორწილის მონაწილეები, რომელთა დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

04:53 / 06.09.2015
ჯირკველიშვილი ონიაშვილს 700 000 ლარს სთხოვს

04.09.2015 მიმდინარე წლის ორი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მისი ხელმძღვანელი დავით ონიაშვილი, გამგების ბიუჯეტიდან ქალაქის მერიაში, 700 ათას ლარს არ რიცხავს. ამის შესახებ ქალაქის მერმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

02:10 / 05.09.2015
ეთიკის ქარტია გუბერნატორის საჩივარს ,,თრიალეთის" წინააღმდეგ განიხილავს

2015 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის საჩივარი ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წინააღმდეგ განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

01:24 / 05.09.2015
რეგიონული მედიის ასოციაციამ გორში ახალგაზრდებისთვის სემინარი გამართა

04.09.2015 გორში, 3 სექტემბერს,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარი გამართა.

01:02 / 05.09.2015
,,ჩაიფიქრეთ, ბატონო პაპუნა" - კურიოზული ბიურო

03.09.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს ერთ-ერთმა სხდომამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოში გაიმართა, საკრებულოს სხდომის ფუნქცია შეითავსა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბიუროზე ყველა წევრმა, (მათ შორის, პოზიციამაც და ოპოზიციამაც) რეგლამენტის უცოდინრობა გამოავლინა.

03:01 / 04.09.2015
პროცესი ჭიანურდება - ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

03.09.2015 გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარე სადაო მიწების საკითხი, რომლის დაბრუნებასაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს, ჯერ კიდევ გაურკვეველია

14:22 / 03.09.2015
,,ტამ ჟენშჩინა, ნე კურილა"

02.09.2015 ,,სად არის 26 მაისის სანაპირო?" - ჰკითხა საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა ამავე საკრებულოს წევრს ზაზა მეზვრიშვილს, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ, 2 თვით, მიწის ფართის თხოვების საკითხი გამოიტანა. ზაზა მეზვრიშვილმა უპასუხა: ,,სად და ტამ ჟენშჩინა, ნე კურილა" 

02:22 / 03.09.2015
,,ეს სკოლა არ გადაიღოთ" - სახლებში გადანახული ინვენტარი

02.09.2015 გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სკოლის ადმინიტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კითხვას პასუხი ათ რიცხვამდე გაეცემა.

01:35 / 03.09.2015
უკანწაღებული იმპიჩმენტები - შენარჩუნდება ერთიანობა გორში?

02.09.2015 ,,ყველაფერი გასაგებია, შემოთავაზებულ თამაშში მიწევს ყოფნა" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკრებულოში იმ დროს, როდესაც სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე ოპოზიციური პარტიების (თავისუფალი დემოკრატებისა და ,,ქართული პარტიის") წარმომადგენლების ახალი განცხადებები შევიდა.

22:35 / 02.09.2015
,,უარს ვაცხადებთ პაპუნა კობერიძისა და ნინო ზურაბიშვილის გადაყენებაზე"

02.09.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები: თამარ თედლიაშვილი, ლერი ლაფაჩი, გიორგი ამბოკაძე და ილია მეტრეველი უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის გადაყენების საკითხზე მონაწილეობის მიღებაზე. ამის შესახებ წერილობითი განცხადება სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე განაცხადაზე.

14:58 / 02.09.2015
კომისიის სხდომა შედგა - იმპიჩმენტზე უარი 4-მა დეპუტატმა თქვა

02.09.2015 საკრებულოს 4-მა წევრმა: თამარ თედლიაშვილმა, დავით წეწვაძემ, ილია მეტრეველმა და ლერი ლაფაჩმა, მერის უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე თამარ თედლიაშვილმა, წერილობითი განცხადება წაიკითხა.

14:20 / 02.09.2015
კახა ტოლიაშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

01.09.2015 გუშინ კახა ტოლიაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვით ტოლიაშვილმა განუცხადა. შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, უმჯობესია, გადადგომის რეალურ მიზეზებზე, უშუალოდ, ტოლიაშვილმა ისაუბროს. 

18:41 / 01.09.2015
დახმარება ნამდვილ მეგობრებს

31.08.2015 ,,დღევანდელი თარიღი ჩვენი სკოლისთვის იქნება მადლიერების დღე" - განაცხადა გორის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა აბუაშვილმა მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტისას და რეაბილიტირებული სკოლის პრეზენტაციისას.

00:52 / 01.09.2015
უფლისციხის ხიდიდან ძროხა უკვე გადავარდა, შემდეგი?

31.08.2015 უფლისციხისა და ქვახვრელის დამაკავშირებელ ხიდიდან, რომელსაც ორივე მხარეს მოაჯირები აღარ აქვს, ძროხა გადავარდა. ამის მიზეზი, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე დაწყებული, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში გაჩერებული რეაბილიტაცია გახდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია წვერავა ამბობს, რომ საგზაო დეპარტამენტს ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მისწერა.

23:07 / 31.08.2015
ქვახვრელში გველმა ორი ადამიანი დაკბინა

31.08.2015 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გველმა გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ორი ადამიანი დაკბინა. ბოლო ფაქტი, გუშინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისი ეზოში მუშაობდა.

20:51 / 31.08.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.