რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
იფნიანში დაკარგული სანადირო თოფი - ,,სოფელში ჭორია"

18.05.2015 კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა. ოფიციალურად სოკოზე წასულ საკორინთლოელებს შორის სოფლის დეპუტატი ვახტანგ საჩალელიც აღმოჩნდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ თანასოფლელები სანადირო თოფით იყვნენ. სოფლის დეპუტატი ამბობს, რომ სოფელში ჭორია.

17:59 / 18.05.2015
მთიან სოფლებში უკან დაბრუნების მსურველი მატულობს

18.05.2015 გორის რაიონის მთიან და შერეულ ქართულ-ოსური სოფლების - ველები, მღებრიანისა და საყავრის მოსახლეობისთვის,  მზის ბატარიების მოწყობის მიზნით, 70 ათასი ლარი გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, უკან დაბრუნების მოთხოვნით, მოსახლეობის განაცხადების რაოდენობა მატულობს. იმის გამო, რომ 90-იან წლებში დაცლილი სახლების მდგომარეობა სავალალოა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მთის პროგრამის დახმარებას ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებით იწყებს.

17:05 / 18.05.2015
,,მგელი დღისით შუა სოფელში დადის"

18.05.2015 ,,ბატონო გამგებელო, მგელი დღისით შუა სოფელში დადის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ" - უთხრა ქარელის რაიონის სოფლების - არადეთისა და ახალსოფელის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს. ,,ასეთ შემთხვევაში მგლის მოკვლა ნებადართულია" - უპასუხა გამგებელმა.

16:06 / 18.05.2015
,,დიდი მადლობა გორის მერს" - რბოლა ქალაქის ცენტრში

17.05.2015 გორის მერიის ნებართვით ქალაქის ცენტრში დღეს ავტორბოლა მოეწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ 3 წლის წინ აპროტესტებდა. ტრადიციულად მორიგი შეჯიბრი წელს გაიმართა. მთავარ მოედანზე რალი დილიდან საღამოს 18 საათამდე გაგრძელდა.

01:31 / 18.05.2015
,,ალდაგის" აგროდაზღვევის პირობებს ფერმერები გაეცნენ

16.05.2015 გორში სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჭკადუა და ალდაგის შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბიძინა სამნიაშვილი რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

17:45 / 16.05.2015
საკორინთლოში სოკოს საკრეფად წასული ადგილობრივი მოქალაქე დააკავეს

14.05.2015 კასპის რაიონის სოფელ საკორითლოში მცხოვრები 65 წლის როინ აბრამიშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა სტეფანე მესროფაშვილმა აცნობა. 

01:31 / 15.05.2015
აზალაძის ,,გუნდი" და დოლების წრე ხიდისთავში

14.05.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლია გოგაძე კლუბის ხელმძღვანელობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ არ უკითხავთ, თუ საიდან გააჩინა დარბაზისთვის სკამები, ვინ გადააფარა ჭერს სახურავი; ვინ გაიყვანა ელსადენები და ვინ გაანათა დარბაზი; ვინ შელესა კედლები და ვინ მოაწყო სცენა ფარდებით და, საერთოდ, ვინ გადაარჩინა ხიდისთავის კულტურის სახლი? 

22:52 / 14.05.2015
,,დილას" დახვედრა გორში

13.05.2015 დღეს საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩზე გორის "დილამ" სტუმრად, ალექსანდრე კვახაძის გოლის წყალობით,  "სამტრედია" ანგარიშით 0:1 დაამარცხა და ვადამდე  საქართველოს ჩემპიონი გახდა.

05:55 / 14.05.2015
პირველადი ვერსიით სოფელ ნიაბში 43 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

12.05.2015 დღეს, კასპის რაიონის სოფელ ნიაბში, 43 წლის ტრისტან შ-შვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინის აივანზე გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს. პირველადი ვერსიით, გარდაცვალების ფაქტი თვითმკვლელობას უკავშირდება, რადგან აწ გარდაცვლილს კისერზე თოკი ჰქონდა გაკეთებული.

 

01:33 / 13.05.2015
გაწევ-გამოწევა წინარეხში

11.05.2015 კასპის რაიონის სოფელ წინარეხში ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს  სასმელი წყლის ამღვრევის მიზეზებს. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი სოფელში ვითარების გასაცნობად ჩავიდა. ადგილზე საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თუმცა ვერაფერი გაარკვიეს.

03:20 / 12.05.2015
მთავრობის წარმომადგენლის შეხვედრა გუბერნატორთან და გამგებლებთან

11.05.2015 დღეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა  შიდა ქართლის  გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან, მის მოადგილეებთან, ქალაქის მერთან  და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და რეგიონში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

02:05 / 12.05.2015
გამგებლის მოადგილე სხდომიდან გაიქცა

11.05.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია წვერავა საკრებულოს სხდომიდან გაიქცა. მისი გაღიზიანება იმ პროექტის ჩავარდნამ გამოიწვია, რომლის მიხედვით გორის რაიონის გამგეობაში ახალი შპს ,,სარიტუალო სახლებისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაერთიანება" უნდა შექმნილიყო. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ, მათ შორის კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლება იდეა ,,ჩააგდეს"

15:06 / 11.05.2015
ქვახვრელის წყალი - ,,,ხარჯები მილიონამდე სპეციალურად გაბერეს"

11.05.2015 ქვახვრელის სასმელი წყლისთვის შედგენილ პროექტში, ხარჯების სპეციალურად გაბერვის გამო, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანია ,,ენვეენი" შავ სიაში შეიტანა. ამის შესახებ გამგებლის მოადგილემ გია წვერავამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არაკეთილსინდისიერმა საპროექტო ორგანიზაციამ დოკუმენტებში ჭაბურღილის მშენებლობის ღირებულება 500 ათასი ლარიდან 1 300 000 ლარამდე იმიტომ გაზარდა, რომ პროექტის ექსპერტიზის ჩასატარებლად დამატებითი სახსრები მიეღო.

14:10 / 11.05.2015
მგელი კორპუსში მოკლეს

10.05.2015 გორის ცენტრში, კორპუსში, პოლიციელებმა მგელი მოკლეს. სტალინის #29-ში მცხოვრებლებმა ის გამთენიისას შეამჩნიეს. ადგილობრივების ვარაუდით ცხოველი ასაკიანი და შიმშილისგან დასუსტებული იყო.

18:10 / 10.05.2015
ვეტერანები - 70 წლის შემდეგ

09.05.2015 კასპი, გორი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

03:17 / 10.05.2015
,,სტალინი მაღლა ასწიეთ" - 9 მაისი გორში

09.05.2015 ორგანიზატორების განცხადებით ქალაქში წითელი დროშებით 80 მანქანა შემოვიდა. მერიას კი სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე ვადა 2015 წლის 24 ივნისამდე მისცეს.

21:30 / 09.05.2015
,,სპორტის გაკვეთილის შემდეგ წყალი დავლიე და ცუდად გავხდი"

08.05.2015 გორის რაიონის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლიდან, დღეს, 9 მოსწავლე ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს. ექიმები ინტოქსიკაციის მიზეზებს ადგენენ, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები გამომწვევ მიზეზებს შორის წყალს გამორიცხავენ. 

04:40 / 09.05.2015
მუშტი-კრივში მოყვარე და მეუღლე ამოცნობილია

08.05.2015 დღეს გორში, სტალინის ბაღში, ,,თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიერ გამართულ ანტისაოკუპაციო გამოფენას, მუშტი-კრივი მოჰყვა. ერთ-ერთ ორგანიზატორს ონისე გერგედევას ფიზიკური შეურაცხყოფა ნუგზარ ბადაშვილმა მიაყენა. გერგედავამ შემდგომში ხელჩართული ჩხუბი რატი საბანაძესთან გამართა. რატი საბანაძის გარდა, ნუგზარ ბადაშვილს თან გიორგი გოგიჩაიშვილი ახლდა. ვინ არიან ისინი და რა აკავშირებთ ,,ქართულ ოცნებასთან?"

03:12 / 09.05.2015
მკვლელობა ფლავისმანში - დაკავებულია ეჭვმიტანილი

07.05.2015 შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

15:25 / 07.05.2015
კასპში მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახლი იხსნება

06.05.2015 კასპში კლინიკა ,,გინიკა+"-ის მხარდაჭერით მოხუცთა და შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახლი იხსნება. დაწესებულებაში მცხოვრები მოხუცებისთვის, როგორც კლინიკოლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ასევე ექიმის მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება. იმუშავებს ფსიქოლოგი.

16:34 / 06.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.