|
28.07.2015 ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები, 58 წლის გიგო ქველაძე, ყირიმ-კონგოს დაავადებით, ამჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის. გუშინ დღემდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. შემთხვევა 2015 წლის 1 ივლისს მოხდა, თუმცა გიგო ქველაძემ რამდენიმე კვირის განმავლობაში დაავადების მიზეზები არ იცოდა.
24.07.2015 საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომლის წევრიცაა „Qartli.gE“, ახორცელებს პროექტს „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის.“ ამ პროექტის ფარგლების დავინტერესდით, რა იციან გორელმა ახალგაზრდებმა საკუთარი საარჩევნო უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
2015 წლისს 27-28 ივლისს, ,,მსოფლიო ჰეპატიტების დღე’’-ს, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ნაბიჯი მომავლისაკენ’’ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აღნიშნავს.
24.07.2015 საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.
24.07.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში რამდენიმე ოჯახი სასმელი წყლით მოიწამლა. ამის შესახებ, დღეს, სოფლის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა საკრებულოში, ლიანა კოვზიაშვილმა, კომისიის გაფართოებული სხდომის დაწყებამდე, განაცხადა. წყალი, საილუსტრაციოდ, პლასტმასის ბოთლებით გამგეობის წევრებს მიუტანა.
24.07.2015 გუშინ, კასპის კულტურის ცენტრში - ,, ჰარმონია", პროექტის ,, კინო რეგიონებში" ფარგლებში, რეჟისორ სალომე /ნუცა ალექსი – მესხიშილის ფილმი ,,კრედიტის ლიმიტი" აჩვენეს. გ ბილეთის ფასი 1 ლარია. უახლესი ქართული ფილმების ჩვენება 10 სექტემბრამდე, ხუთშაბათობით, გაიმართება.
22.07.2015 დღეს გორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ,,ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის" გაიმართა. მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, როგორც გორიდან, ასევე სხვადსხვა ქალაქებიდან მიიღეს. აქციას ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შეუერთდნენ.
21.07.2015 იმ შემთხვევაში, თუკი გორის ,,დილა" დღეს ,,პარტიზანს" მოუგებს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო შეხვედრაც გორში გაიმართება. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა. დღეს, 21 ივლისს, გორის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო საპასუხო შეხვედრაზე ბელგრადის ,,პარტიზანს" უმასპინძლებს.
20.07.2015 დღეს საღამოს, გორში, თბილისის ქუჩაზე, ,,მინივენი" ოთხ მსუბუქ, მათ შორის, 3 გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. დაშავებული არავინაა.
20.07.2015 ,,რა უნდა შიდა აუდიტს რაიონის გამგეობის დაქვემდებარებაში?" - ეს კითხვა რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრებს დაუსვა. ბიუროს წევრების უმრავლესობამ კითხვას დადებითად უპასუხა, ხოლო იდეა მოიწონა.
20.07.2015 ქალაქ გორის მერმა გორის საცურაო აუზის რეაბილიტაციისთვის სესხის აღების უფლება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ქალაქ გორის საკრებულოს 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 4-მა თავი შეიკავა. სესხის აღების წინააღმდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მინდია გოდერძიშვილი წავიდა.
20.07.2015 შემოდგომამდე გორის რაიონის სოფელ ხურვალეთისა და წითელუბნის მოსახლეობას მოსავლის აღების პირობა ოსური მხარის წარმომადგენლებმა, ბანერების აღებამდე, მისცეს. ამის შესახებ ადგილობრივმა მწყემსებმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეს გურამ მაჭარაშვილს განუცხადეს.
16.07.2015 რკინიგზის სადგურის დასახლებაში, გორიჯვრის ქუჩაზე, კანალიზაცია ქუჩაზე მიედინება და საცხოვრებელ სახლებში შედის. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, წელიწადია ძველი საკანალიზაციო ჭები არ გაწმენდილა. ფაქტის გადაღების შემდეგ ადგილზე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და სისტემის გაწმენდა გადაწყვიტეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს კონკურსს „განათავსე ინსტალაცია შენს ქალაქში“. კონკურსის მიზანია ქალაქის იერსახის გამრავალფეროვნება, კულტურული და გასართობი ობიექტების გამრავლება.
16.07.2015 ,,კულტურის სამსახურის თანამშრომლებს იმდენად მოეწონათ ღონისძიება, რომ ურჩიეს გორში ჩამოეტანათ" - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ნათია მდინარაძემ კარალეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მიერ გამგეობის შენობის წინ გამართული ღონისძიების შესახებ. ხელმძღვანელია მარეხ ხათაშვილი.
15.07.2015 ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე კახა ტოლიაშვილი შესაძლოა საკუთარ სქემას შეეწიროს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არაოფიციალურად აცნობეს. საქმე ეხება ამავე პარტიის წევრებით დაკომპლექტებული საბჭოს მიერ 13 ივლისს გამოქვეყნებულ ,,ნეპოტიზმის სქემაში" დაფიქსირებულ არასწორ ინფორმაციებს.
15.07.2015 კასპის რაიონის სოფელ სამთავისში რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობში გაიმართა. ღონისძიება ყოველი წლის 13 ივლისს სამთავისში იმართება და აწ გარდაცვლილის, ამავე სოფელში დაბადებულ ვანო გამხიტაშვილის სახელს ატარებს.
14.07.2015 ამ წუთებში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის, ადგილობრივი ,,პარტიზანისა" და გორის ,,დილას" შორის, შეხვედრა ბელგრადში მიმდინარეობს. პირდაპირ ტრანსლიაციას კი, გორელები მთავარ მოედანზე უყურებენ.
14.05.2015 ქართველ ჟურნალისტთა ნაწილმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოხსნა. აქცია სოციალური ქსელით ,,ფეისბუქი" დაიგეგმა. მონაწილეთა ძირითადი ნაწილი დედაქალაქიდან ჩავიდა.
13.07.2015 დღეიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში ანტიკორუფციულმა საბჭომ ბინა დაიდო. მისი წევრები ამავე პარტიის წარმომადგენლები არიან. კინოთეატრ ,,გამარჯვების" დაახლოებით 500 კაციან დარბაზში საბჭოს პირველი მუშაობის შედეგები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გააცნო. საბჭოს მონაცემების დიდი ნაწილი არაზუსტი ინფორმაცია აღმოჩნდა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


