რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
სავიზო ლიბერალიზაცია გამყოფ ხაზთან - გამოკითხვა
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლის თვაურების მოსახლეობა, ევროპასთან და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ინფორმაციას ეხმაურება.
23:26 / 22.12.2015
პანტიანი მაღაზიის და მედპუნქტის გარეშე - ვიდეორეპორტაჟი
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ პანტიანში მისასვლელი გზა დაზიანებულია. ცუდ ამინდში ავტომანქანა სოფლამდე ვერ ადის.
08:28 / 24.12.2015
გორის ცენტრში მანქანა ქალბატონს დაეჯახა
ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც შეჯახება მოხდა, ეძებენ.
13:18 / 19.12.2015
ქუჩის მუსიკოსები გორში
მიწისქვეშა გადასასვლელთან ძმები ოქროპირიძეები ყოველდღე მღერიან.
09:01 / 20.12.2015
გორის პატრულის შენობასთან აქცია გაიმართა
აქციის წევრებმა სოლიდარობა  70 წლამდე ასაკის მძღოლს გამოუცხადეს.
23:54 / 20.12.2015
გზა ყარაფილამდე - საჩუქარი ,,ვასთირჯი" მშობლიურ სოფელს

კასპის რაიონის სოფელი ყარაფილა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს

22:40 / 19.12.2015
ანაფორიანი მთვრალი მძღოლი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ,,გალფის" ბენზინგასამართ სადგურს მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

11:55 / 18.12.2015
საჰაერო სივრცის დარღვევას გამყოფ ხაზთან სისტემატიური ხასიათი აქვს

გორის რაიონის სოფლების: მერეთის, ზარდიანთკარის და გუგუტიანთკარის თავზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი შენიშნა.

11:47 / 18.12.2015
სადგურის კანალიზაციის გადამუშავების შემდეგ ,,შავ ოქროს" მიიღებენ

სადგურის დასახლებაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა შენდება. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით შენობაში მოხვედრილი ფეკალური მასა გადამუშავდება.

11:43 / 18.12.2015
რუსული მხარე გამყოფ ხაზთან სამხედრო ვერტმფრენების მოძრაობას უარყოფს

რუსეთის მხარე გამყოფ ხაზთან რუსული სამხედრო ვერტმფრენების მოძრაობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

12:12 / 18.12.2015
დნმ-ის კვალი ,,VTB ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულის კვალს არ დაემთხვა

30.11.2015 ,,ვითიბი ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ზაქარია აბუაშვილის ,,დნმ"-ის კვალი გამოძიების მიერ ნიმუშად მოპოვებულ ნივთიერებებს არ დაემთხვა.

12:32 / 01.12.2015
ექიმის საბედისწერო რჩევა - ,,ჩვენთან ,,ოყნა" მოიპარეს, წადით სახლში"

27.11.2015 კასპის საავადმყოფოს ექიმმა 60 წლის ასაკის პაციენტი სახლში გაწერა - ,,ოყნა" ჩვენთან მოპარულია და სახლში გაუკეთეთო. სახლში ნაწლავების გასუფთავების პროცედურა საბედისწერო აღმოჩნდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ზაურ კიტრიაშვილი, ჯერ, კასპის საავადმყოფოში ჰყავდათ, მეორე დილით კი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

02:05 / 28.11.2015
,,პროკურატურა ოჯახს გვინგრევს" - ქორწინება არასრულწლოვანთან

27.11.2015 გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები გიორგი ნიბლაძე და ნინო კოკაური 2014 წლის 25 ნოემბრიდან დაქორწინებულები არიან და ჯვარიც დაიწერეს. 2015 წლის სექტემბერში შვილი შეეძინათ. შვილის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ, 2015 წლის სექტემბერსვე, გიორგი ნიბლაძეს პროკურატურა იბარებს. პროკურორმა მისი დაპატიმრება 140-ე მუხლით მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი იკრძალება.

 

20:38 / 27.11.2015
ტყუილებისთვის კნოლევიდან ირინა იმერლიშვილს მადლობას უხდიან

26.11.2015 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს ქარელის რაიონის სოფელ კნოლევიდან მადლობას უხდიან. ოღონდ, არა თუ სასიკეთო საქმეებისთვის, არამედ ტყუილების გამო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კნოლეველი ცისანა კაკაშვილი ესაუბრა. 

02:12 / 27.11.2015
,,ერთს აკეთებენ, მეორეს აფუჭებენ" - სოფელი ქვემო ხვითი

26.11.2015 გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში, რომელიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, სასმელი წყალი საუბნო ონკანებიდან იმ დროს მოვიდა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ჩავიდნენ. ქვემო ხვითელები წყალს სახლებში გადათხრილ გზებზე გავლით ეზიდებიან.

01:41 / 27.11.2015
კნოლევში მოსწავლეთა რაოდენობა 50%-ითაა შემცირებული

26.11.2015 ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის არასრული საჯარო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა აგვისტოს ომის შემდეგ 50%-ითაა შემცირებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში სკოლის დირექტორი თინათინ კოკოლაშვილი აცხადებს. ამჟამად, 9 წლიან სკოლაში 18 მოსწავლე ირიცხება.

01:11 / 27.11.2015
გამგეობა: ,,ამოვთხარეთ, მაგრამ გაკეთება ჩვენ არ გვევალება“

26.11.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში გამავალ მთავარ სარაინოთაშორისო მაგისტრალზე მიწა ამოთხარეს, თუმცა პირვანდელ მდგომარეობას აღარ დაუბრუნეს. გორი-უფლისციხისა და გორი-კასპისკენ მიმავალი ავტომანქანები თხრილში ისე ვარდება, რომ საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნებიც კი არაა დამონტაჟებული.

16:07 / 26.11.2015
გუბერნატორის ძალაუფლება თუ მაჟორიტარი პარლამენტარის შესაძლებლობა

25.11.2015 შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, 2013-2015 წწ-ში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა კასპს ერგო. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა კულტურის ცენტრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. შეხვედრაზე კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი არ მიიწვიეს. 

02:27 / 26.11.2015
ქარელში ასფალტი ჩაინგრა

25.11.2015 ქარელში, მარჯანიშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ასფალტი ჩაინგრა. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ნუგზარ დაბრუნდაშვილს აცნობეს. დაბრუნდაშვილმა ისინი, ჯერჯერობით, უარით გაისტუმრა.

18:00 / 25.11.2015
მერეთი-კარბის გზაზე დაგვიანებულ ურნებს ელოდებიან

25.11.2015 გორის რაიონის სოფელ მერეთის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა სანაგვე ურნების დადგმას ითხოვენ.  ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს ადგილობრივებმა განუცხადეს. მათი თქმით, სოფელში ახლადდამონტაჟებული ჭაბურღილიც სრული დატვირთვით არ მუშაობს.

17:30 / 25.11.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.