|
19.10.2015 საბავშვო ბაღების გაერთიანების ბუღალტერიაში დღეს ყველა წამყვანი თუ მთავარი სპეციალისტი 516 აღმზრდელის სასარგებლოდ გადასარიცხ თანხებს ითვლიდა. 2015 წლის 15 აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი აღებული არ ჰქონიათ.
19.10.2015 კასპის ცენტრში ,,კასპობა 2015" გაიმართა, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 ათასი ლარი დაიხარჯა. ღონისძიებას ყველა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ესწრებოდა.
2015 წლის 16 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ოსური თემის როლის გააქტიურების, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდა გამართა.
15.10.2015 ცხინვალში, გასულ წელს ჩაწერილი ჩაღრმავებული ინტერვიუ, გორში ,,საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის" წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს. 90-იან წლებში არაფორმალური ჯგუფების მიერ დაშინებული ოსი ეროვნების ოჯახის ერთ-ერთი წევრის მონაყოლი ფსიქოლოგებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებმა განიხილეს.
15.10.2015 გორში მდებარე გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სამხედრო ბენდის კონცერტი იმართება.
15.10.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა გუდაბერტყას ნამოსახლარზე არქეოლოგიურ გათხრებს, კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის გარეშე, იწყებს. ამის თაობაზე ნებართვა საკრებულოს წევრებმა გამგეობას საკრებულოს სხდომაზე მისცეს. გათხრების ინიციატორი კულტურისა და ახალგაზრდობის სამსახურია.
15.10.2015 სოფელ წედისის სტიქიიდან 4 თვე გავიდა, თუმცა მურმან გაზაშვილის საცხოვრებელ სახლთან დამაკავშირებელი ხიდი ამ დრომდე გასამაგრებელია. დაზარალებული მურმან გაზაშვილი და სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში სოსო ვანიშვილი ოთხი თვეა გამგეობას უშედეგოდ აწუხებენ.
14.10.2015 პოლიციის ოთხივე თანამშრომელი, რომელთაგან სამი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დღეს, კასპის ცენტრში ქუჩას ანაგვიანებდა. ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ფარულად გადაიღეს.
13.10.2015 ქარელობაზე ყოფილმა გამგებელმა ემიკო ფეიქრიშვილმა ამჟამინდელ გამგებელს ზაზა გულიაშვილს, გამგეობის წინ, საქონლის ჩლიქები ჩამოუკიდა. ,,ეს არის ზაზა გულიაშვილის სახე" - განაცხადა ემიკო ფეიქრიშვილმა. ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ემიკო ფეიქრიშვილის ქმედებებზე არც გამგებელი და არც ემიკო ფეიქრიშვილის მშობლები აგებენ პასუხს.
13.10.2015 გორის მუნიციპალიტეტში შემავალ 35 საბავშვო ბაღში ფხიანი თევზები დაარიგეს. ამის შესახებ განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ Qartli.gE-სგან გაიგო. ინფორმაცია ,,ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელთან გიორგი გელაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც ფაქტი დაუდასტურა.
13.10.2015 ვიდრე ქსენია ნარიაშვილი თონეში პურს აცხობდა, მისი მეუღლე ნოშრევან ნარიაშვილი და მეზობელი მედეა ციცქიშვილი სოფლის პრობლემებზე კამათობდნენ. ყოფილი ფეხბურთელი ნოშრევან ნარიაშვილი 21 წლის წინ სოფელ ფხვენისში მეუღლის მშობლების სახლში მეუღლესთან ერთად დასახლდა.
13.10.2015 გორის რაიონის სოფელ ფხვენისში ელექტროენერგიის გადასახადს კილოვატზე 35 თეთრს იხდიან. ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს. აღნიშნულ სოფელში კომპანიამ ,,ენერგო-პრო" გამრიცხველიანება 1 ოქტომბერს დაასრულა.
13.10.2015 გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა მესაზღვრეებმა დღეს ორი მწყემსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადასტურებენ.
13.10.2015 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ორგანიზებითაც დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
12.10.2015 ,,ახალგაზრდებო, საიდან ხართ?" - გვკითხა ერთ-ერთი ღობიდან შუა ხნის მამაკაცმა. ვუპასუხეთ, რომ ჟურნალისტები ვიყავით. სოფელ თვაურებში სტუმრობის მიზეზი როცა გვკითხა, ავუხსენით, რომ აქაური ამბების გაცნობა და შემდეგ მკითხველისთვის გადაცემა გვინდოდა. ჩემზე უკეთ ვინ გეტყვითო და ჭიშკრისკენ მიგვანიშნა, მიგვიპატიჟა.
12.10.2015 მამა-შვილს, ალექსანდრე და კახა ჩიტიშვილებს სოფელ თვაურებში 20 სკა ფუტკარი ჰყავთ. საკუთარ ნაკვეთში ატმის ბაღებიც გააშენეს. დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრება მიატოვეს, ხოლო გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე პატარა სოფელში მცირე მეურნეობის განვითარებას შეუდგნენ. მათი პროდუქტისთვის ყველაზე დიდ პრობლემად გასაღები ბაზარი რჩება.
12.10.2015 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს გიორგი თვაურს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასურს განათლების სამინისტრო არ უფარავს. ამის შესახებ კასპის რაიონის სოფელ თვაურებში მცხოვრებმა ირმა კუდუხაშვილმა, გიორგი თვაურის დედამ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
12.10.2015 სოციალურად დაუცველ ნუგზარ თვაურს, რომელიც მოხუც მშობლებთან ერთად, მოძველებულ სახლში ცხოვრობს, ყველა არჩევნებზე სახურავის შეცვლას ჰპირდებიან.
12.10.2015 ეს არის სოფელი, სადაც ყველა ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი დარჩა. კასპის რაიონის პატარა დასახლებაში 45 კომლი ცხოვრობს. თვაურების შემდეგ ოსური სოფელი ახმაჯია. მათ შორის გამყოფი ხაზის გადის. მავთულხლართი სარწყავ რუს გასდევს.
12.10.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ თვაურებში, სადაც 45 კომლი ცხოვრობს, აირის მილები კვლავ უფუნქციოდაა. ეს ინფრასტრუქტურა გასულ ზამთარსაც იყო მზად, თუმცა თვაურელებმა ვერ გამოიყენეს. შესაყვანია შიდა, საოჯახო ხაზზები.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


