|
12.10.2015 სოციალურად დაუცველ ნუგზარ თვაურს, რომელიც მოხუც მშობლებთან ერთად, მოძველებულ სახლში ცხოვრობს, ყველა არჩევნებზე სახურავის შეცვლას ჰპირდებიან.
12.10.2015 ეს არის სოფელი, სადაც ყველა ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი დარჩა. კასპის რაიონის პატარა დასახლებაში 45 კომლი ცხოვრობს. თვაურების შემდეგ ოსური სოფელი ახმაჯია. მათ შორის გამყოფი ხაზის გადის. მავთულხლართი სარწყავ რუს გასდევს.
12.10.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ თვაურებში, სადაც 45 კომლი ცხოვრობს, აირის მილები კვლავ უფუნქციოდაა. ეს ინფრასტრუქტურა გასულ ზამთარსაც იყო მზად, თუმცა თვაურელებმა ვერ გამოიყენეს. შესაყვანია შიდა, საოჯახო ხაზზები.
09.10.2015 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური კომენტარს არ აკეთებს პოლიციის პიკაპის იმ მძღოლის მიმართ გატარებული ღონისძიების შესახებ, რომელსაც გორის ერთ-ერთმა მოქალაქემ პატრულში უჩივლა
09.10.2015 ჯუმბერ მაისურაძის საცხოვრებელი სახლის მისასვლელი გზა სამშენებლო სამუშაოებმა დააზიანა. ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში მცხოვრები ოჯახი ითხოვს, რომ გზა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნონ.
09.10.2015 გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით წელს პირველად საქართველოში გაიმარტება ,,საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი’’ - გორი 2015.
09.10.2015 გორის ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებმა მოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს. ამის საფუძველი 2015 წლის 11 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილება გახდა. მთელი ღამე სამართალდამცავებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი ჰქონდათ.
08.10.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ავლევში, წყაროდან დასახლებამდე, სასმელი წყლის მილები მოსახლეობას საკუთარი სახსრებით გაჰყავს. სოფლის ჭაბურღილი გაჩერებულია, ხოლო მისი მილები - დაზიანებული.
08.10.2015 მარტოხელა ქალბატონის, ნანული ჟღენტის საცხოვრებელი სახლის კედლები დაბზარულია და დანგრევის პირასაა. ის ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ცხოვრობს და ამბობს, რომ შენობა, გზისა და გაზიფიცირების სამუშაოების წარმოების დროს, უფრო მეტად დაზიანდა.
08.10.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ავლევში, გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების საზეიმოდ აღნიშვნის მიზნით, შიდა ქსელი, მხოლოდ, ერთ ოჯახში შეიყვანეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უახლოეს ხანებში ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზენტაციის მოწყობას აპირებენ.
07.10.2015 რობიზონ ოქროპირიძისა და ბიჭიკო კონიაშვილის ოჯახებს ევროკავშირისა და აშშ-ს მთავრობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მექანიზაცია და წვეთოვანი სისტემები იმ მოტივით გადასცეს, რომ მებოსტნეობას აქტიურად მისდევდნენ. ეს ამბავი კასპის რაიონის სოფელ ახალშენში ხდება, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
07.10.2015 რუისის წინა უბნის საბავშვო ბაღში დირექტორად ლედი ღვინიაშვილის დანიშვნას პედაგოგების გათავისუფლება და ტირილი მოჰყვა. ლედი ღვინიაშვილი ჭიდაობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ბექა ღვინიაშვილის დედაა. მის მიმართ ყოფილ პედაგოგებს პრეტენზიები აქვთ. ლედი ღვინიაშვილი ამბობს, რომ კვალიფიკაცია გააჩნია და პედაგოგიური განათლება აქვს მიღებული.
06.10.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ტახტისძირში ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას და მის პერიოდს აქებენ. მართალია სოფელში გაზიფიცირება, გამრიცხველიანება და სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ,,ქართული ოცნების" მმართველობისას განხორციელდა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს წინა ხელისუფლების დამსახურებაა. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ზუსტად იცის, რატომაც მისტირიან ტახტისძირელები ,,ნაციონალებს".
06.10.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლების შერჩევით, ერთ-ერთ ექსკურსიაზე, ,,ჯანსაღი" ხალხი წაიყვანეს. ამის შესახებ კასპის საკრებულოს წევრმა, ,,რესპუბლიკელმა" ხათუნა თათანაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
05.10.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლის, ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი წარიაშვილი გორიდან ჯერ ქარელის გადასახვევამდე სამგზავრო ტრანსპორტით, შემდეგ კი ტახტისძირამდე ტაქსით მიდის. ინგლისური ენის მასწავლებელს სკოლაში გაკვეთლები კვირაში ოთხი დღე აქვს. მგზავრობის ხარჯებს საკუთარი ხელფასიდან ანაზღაურებს.
05.10.2015 შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას სასამართლომ, 2015 წლის 11 სექტემბერს, შპს ,,საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტის" ტერიტორიიდან პირთა ჯგუფის გამოსახლება დაავალა. ამის შესახებ პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს 3 ოქტომბერს აცნობეს.
02.10.2015 ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე დღეს ბევრი ,,ტურისტი" მივიდა. როგორც მსახიობმა და საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა შეხვედრის ბოლოს თქვა, ყველამ ,,აბსურდის თეატრი" იხილა. საკრებულოს თავმჯდომარისგან მარცხენა მხარეს სტალინის მომხრეები, ხოლო მარჯვნივ - სტალინის მოწინააღმდეგეები ისხდნენ. შუაში კი გადაწყვეტილების მიმღებნი.
01.10.2015 გორში, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გამოფენა სახელწოდებით: „დამფუძნებელი კრების ქალები 1919-1921“ მოაწყო.
01.10.2015 კომბინატის დასახლებაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს უთხრა, რომ დასუფთავების სამსახურში ხელფასები უსამართლოდ ნაწილდება. ის 7 წლის განმავლობაში გორკის სახელობის თითქმის კილომეტრიან ქუჩას ასუფთავებდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











