|
01.10.2015 კომბინატის დასახლებაში დევნილთათვის გათვალისწინებული 8 კორპუსი 21 თვეში აშენდება. დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამუშაოები დაიწყებოდა უფრო ადრე, ადგილობრივი საკრებულოს რომ მიწების გადაცემა არ დაეგვიანებინა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-არქივში მოიძებნება ვიდეო, სადაც ოპოზიცია გორის მთავრობას, მიწების გადაცემის სანაცვლოდ, ულტიმატუმს უყენებს.
01.10.2015 გორის რაიონის სოფელ შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების მემორიალთან და ეკლესიასთან, სამმა სასულიერო პირმა სამების ეკლესიის მოძღვარს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ეს ის დღეა, როდესაც სოფელში საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ელოდებოდნენ.
30.09.2015 გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში როლანდ გოგინაშვილის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი 30 სექტემბერს გამთენიისას გაჩნდა. ოჯახის წევრებს იმ დროს ეძინათ.
78 წლის დუნია გოლოშვილი სოფელ ზადიანთკარში მარტო ცხოვრობს. ქალიშვილები საქართველოში ცხოვრობენ თავიანთი ოჯახებით, ვაჟი კი ჩრდილოეთ ოსეთში ჰყავს.
დიმიტრი ზადიშვილი 100 წლის 2015 წლის 20 სექტემბერს გახდა. ის კასპის რაიონის სოფელ ზადიანთკარში ცხოვრობს. იუბილეზე მისი ნათესავები ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდნენ.
ქოქაშვილების ოჯახში ფიქრობენ, რომ ხახვის დიდი მოსავალი მათ სოციალურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ტონა ნახევარი ხახვის რეალიზაცია ხარჯებს ვერ აანაზღაურებსო, ამბობს ნოე ქოქაშვილი.
კასპის რაიონის სოფელ რენეში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მიზნით აღებული კრედიტების წყალობით, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები, 68 წლის მარიამ მწერაძე ზამთრისთვის ემზადება და ყოველდღიურად მდინარე ფრონეს ნაპირებზე ნაფოტებს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გაზიფიცირება მოხდა, ხელის ურიკით მაინც ხმელ შეშას ეზიდება.
ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები ვერა კულუმბეგაშვილი, აგვისტოს ომის შემდეგაც, არსებული მდგომარეობის გამო, ნერვიულობს. ომის მძიმე დღეებში ქართველი მეზობლების გადარჩენას ცდილობდა. სოფელი არასდროს დაუტოვებია. მისი ნათესავები ზნაურის რაიონში ცხოვრობენ, ნათესავების ახალ თაობას აღარც კი იცნობს. იცის, რომ მისი ნათესავები კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში.
ქარელის რაიონის სოფელ დვანში მისასვლელი ხიდი ისეა დაზიანებული, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს მანქანა ჩავარდეს. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ქარელის საკრებულოს წევრს ზურაბ ქველაძეს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ატოცში სახლის ყიდვა უნდა. მამა-პაპისეულ უბანში ყოფნისას გადათხრილი გზები დახვდა.
ქარელის რაიონის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა მძიმე მდგომარეობაშია. 48 მოსწავლიან სკოლის შესახებ განათლების მინისტრის დავალებით გეოლოგიურ დასკვნას დადებენ. ამ დასკვნის შემდეგ გადაწყდება, გარემონტდეს თუ ახალი სკოლა აშენდეს.
ქარელის რაიონის სოფელ ატოცში სამგზავრო მიკროავტობუსის განგრიგის გადახედვას ითხოვენ. სოფელში მუნიციპალიტეტის ცენტრიდან ტრანსპორტი დღეში ერთხელ მიდის.
სარიბარელი რობიზონ გიგოლაშვილი ტრაქტორისტად კომუნისტების პერიოდიდან მუშაობს. ამჟამად კერძო თუ სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოსახლეობას ნაკვეთებს უმუშავებს, ოღონდ ნისიად.
,,ჩემი ძმა იქით არის, ძმისშვილს ვერ ვხედავ, ძმას ვერ ვნახულობ, ეს ცხოვრებაა?" - ამბობს კასპის რაიონის სოფელ სარიბარში მცხოვრები იზოლდა მელაძე. ის ამ სოფელში წლების გათხოვდა, ხოლო ნათესავები ახალგორის რაიონში ჰყავს.
კასპის რაიონის სოფელ სარიბარში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით მდინარე თორთლას დაგუბებას გეგმავენ. ამის შესახებ Qartli.gE-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ვლადიმერ გოჭოშვილმა განუცხადა.
25.09.2015 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა დღეს აღიარეს, რომ გორის სასამართლოში სამოქალაქო საქმეები, რომელსაც, ძირითადად, მოსამართლე შორენა წიქარიძე უძღვება, დიდი ხნის განმავლობაში უძრავად დევს. ამ ,,უძრაობის პერიოდში" კი მედიაციის ცენტრის სპეციალისტებს, მხარეებს შორის, წარმოშობილი დავის მოგვარება მორიგებით შეეძლებათ. ამ ახალი სისტემის პრეზენტაცია დღეს გორში, სასტუმროს ,,ვიქტორია" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
24.09.2015 წინა ხელისუფლების დროს დაწყებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების პრაქტიკის გამოსწორებას რიგ შემთხვევებში, უკანონო კანონმდებლობა უშლის ხელს, რის გამოც, მოსახლეობა მამაპაპისეულ ქონებას დღემდე ვერ იკანონებს.
23.09.2015 სტალინის ძეგლის დადგმის პროექტი უკვე მზადაა. ამის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განკარგულების ორი პროექტი უკვე მოამზადეს. მერიაში თხოვნა აიიპ ,,გორელების"- გან შევიდა, დადგმისა და პროექტის შედგენის ხარჯების გაღების უფლების მოპოვებასაც საზოგადოება ,,გორელები"ითხოვდნენ.
21.09.2015 პატრულის ეკიპაჟი ,Chrysler SRT"-ის მძღოლს სტალინის გამზირზე მისდევდა. მძღოლი გელდიაშვილის ქუჩაზე შევარდა, პატრული კი სირენებით ჩიხამდე მიჰყვა. რამდენიმე წუთში გელდიაშვილის ჩიხში კიდევ ორი ეკიპაჟი მივიდა. ავტომანქანის მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა. მისი თქმით, პატრულისთვის ,,დიდი პაჩოტია" კრაისლერის გაჩერება. საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლების განცხადებით, მძღოლმა საპატრულო ეკიპაჟის სიგნალები ვერ გაიგო, შესაბამისად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნის შეუსრულებლობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტი არ დგინდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











