რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პირველი ეტაპი ქარელის რაიონში

23.03.2015 ქარელის რაიონის 5 სოფელში - ბრეძა, საციხური, აბანო, ბერძენაული და აბისი/აბისისთავი - გაზიფიცირების სამუშაოები 2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა,  ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საკუთარ წარმომადგენლებს გააცნო.

17:11 / 23.03.2015
გრაკლიანის გორას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დასამტკიცებლად წარადგენენ

23.03.2015 უძველესი ნამოსახლარი, სადაც დაახლოებით 10 ისტორიული და თანაც უწყვეტი პერიოდის (პალეოლითიდან დაწყებული ძვ.წ 1 საუკუნით დამთავრებული) სამარხები და ნივთებია აღმოჩენილი, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანონ. სტატუსის მოთხოვნის თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტრო შესაბამის დოკუმენტებს, 31 მარტამდე, იუნესკოში წარადგენს. გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრები, 2008 წელს, ცენტრალურ ავტობანზე მიმდინარე სამუშაოებმა დააჩქარა.

13:57 / 23.03.2015
ქვიშხეთში კომპენსაციას მიიღებენ

22.03.2015 ამ დროისათვის ქვიშხეთში უკვე აშენებულია 2 ხიდი, მიმდინარეობს 4 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე ხორციელდება მილხიდებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ქვიშხეთში მდინარე შოლას მონაკვეთებზე გაბიონისა და ბიტონის კედლების ნაპირსამაგრების მოწყობა და კალაპოტის მოწესრიგება. აღნიშნული სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.

 
20:32 / 22.03.2015
გორის მერი: რა განსხვავებაა პოპულარულ და პროფესიონალ ჟურნალისტებს შორის

22.03.2015 ,,არსებობენ პოპულარული და პროფესიონალი ჟურნალისტები. პროფესიონალი ჟურნალისტი ლაპარაკობს მხოლოდ სიმართლეს, ხოლო პოპულაური ჟურნალისტი ლაპარაკობს ყველაფერს" - ამის შესახებ ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის პროფესიოლ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

18:58 / 22.03.2015
მეგობრობის ხიდი გორელ ჟურნალისტებს შორის

22.03.2015 ,,ჩვენ მხოლოდ გადაღებების დროს არ გვახსოვხართ,“ ეს იყო მთავარი გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ მიერ მოწყობილ საღამოზე, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის დღეს 21 მარტს მიეძღვნა და რომელსაც შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. პოლონეთში მყოფი ორგანიზაციის თავმჯდომარე, მეგი ბიბილური ონლაინ ჩართვით  ღონისძიებაში მონაწილეობდა და მედიის წარმომადგენლებს სიურპრიზიც მოუწყო. 

18:24 / 22.03.2015
,,გათიშე კამერა!" - ნაციონალების მზადება გორში

21.03.2015 ,,გათიშე კამერა, საიდან ხართ? ნებართვა ვინ მოგცათ? რატომ იღებთ?" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის შტაბთან შეკრებილმა, ახალგაზრდული შტაბის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ამ სიტყვებით მიმართეს. პარტიის მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად ემზადებოდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

 

 

20:22 / 21.03.2015
,,შენ კარგი ხარ, მაგრამ ეს მთავრობა უნდა გადადგეს"

20.03.2015 მუნიციპალიტეტის გამგებელი მშობლიურ ბრეთის მეურნეობაში

04:00 / 21.03.2015
ყინწვისი-გვერძინეთის ახალი გზის მშენებლობა

20 მარტს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელი-ყინწვისი-გვერძინეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.  რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის გზა 6,7 კმ–ზე დაიგება.

 
03:06 / 21.03.2015
ქალი მწყემსი - საძოვრების თემა სოფლის კრებაზე

20.03.2015 კასპის რაიონის სოფელ ჩოჩეთში საძოვრების დიდი ნაწილი კერძო პირების სარგებლობაშია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფლის კრებაზე შესჩივლეს. საძოვრების თემა ადგილობრივმა მკვიდრმა, ერთ-ერთმა ქალბატონმა წამოწია, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავს. მისი თქმით, ამინდების გამოდარებისთანავე ეს საკითხი უფრო გამწვავდება.

22:40 / 20.03.2015
,,მიწას არ დავთმობ, ჩემი მამაპაპეულია" - სოფლის კრება ზედსიძის წინააღმდეგ

20.03.2015 ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში სოფლის კრებაზე ახალი სასაფლაოს გაკეთება მოითხოვეს.  ძველ სასაფლაოზე მიცვალებულებისთვის ადგილი აღარ მოიძებნება. ადგილობრივებმა ,,კორეიას" უბანში ცარიელი ადგილი გამონახეს. ახალ სასაფლაომდე მისასვლელ გზას კი გაფართოება ჭირდება. 

21:08 / 20.03.2015
პრემია 62 ქალბატონს - ჯამში 7 750 ლარი

20.03.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიის სახით გამგეობაში მომუშავე 62 ქალბატონს 7 750 ლარი მისცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 
17:39 / 20.03.2015
,,ქალაქელები ჩამოვიდნენ სოფელში საცხოვრებლად"

20.03.2015 ,,ქალაქელები იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ ქალაქში არაფერი კეთდება და მთავრობა სოფელს აქცევს ყურადღებას" - ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ძლევიჯვარში გამართულ კრებაზე ადგილობრივებთან საუბრისას განაცხადა. ერთ-ერთმა ძლევიჯვარმა უპასუხა: ,,მერე და ჩამოვიდნენ სოფელში, სახლს მე გავუცვლი. მე ისეთი კაცი ვარ, ქალაქშიც ვიცხოვრებ"

17:12 / 20.03.2015
,,რამდენი წელი უნდა აკეთოთ გზები და წყლები?"

19.03.2015 გორის რაიონის სოფელ სვენეთში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 42 000 ლარის განაწილების შესახებ კრება ჩატარდა.

02:41 / 20.03.2015
ბრიფინგის თემა - არის თუ არა ეს დოკუმენტი?

19.03.2015 ქალაქ გორის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წარმომადგენლებს, მასალის მომზადების შემთხვევაში, ოფიციალური დოკუმენტების მოძიებისა და გამოყენებისკენ მოუწოდა. საქმე გორის სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ამჟამინდელი მერის ზურაბ ჯირკველიშვილის დანიშვნას და იქ მის მოღვაწეობას ეხება. გაირკვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადგილობრივ ტელეკომპანიას, სასათბურე მეურნეობის დირექტორის ვინაობის გარკვევის ძიების პროცესში, საჯარო რეესტრის მონაცემები არ გამოუყენებია.

01:17 / 20.03.2015
თვითშეგნების საკითხი - შესავალი რეხას კრებაზე

18.03.2015 ,,ადამიანი თუ არ არის თავის თავისთვის მოწადინებული, იმან როგორ უნდა გააკეთოს ან სოფლის საქმე, ან ქვეყნის საქმე. დღევანდელი ჩვენი თვითშეგნების ამბავი ძალიან დაბალ დონეზეა" - ამ სიტყვებით გორის რაიონის სოფელ რეხას კრებაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს უთხრა. კრებაზე ცოტა ხალხი იყო.

02:11 / 19.03.2015
შეთანხმებლობა ბერბუკის კრებაზე

18.03.2015 ,,300 კომლიან სოფლიდან 100 ხელმოწერას თუ მომიტან, კრების ოქმს არ მივიღებ" - უთხრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზვიად ანესაშვილმა ლაშა გიგაურს, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია ბერბუკის თემში. 

01:33 / 19.03.2015
,,რატომ ვერ ავითვისეთ ბიუჯეტის 20%"

18.03.2015 ,,დანარჩენ რაიონებს თანხების ათვისების დაბალი მაჩვენებელი გაქვთ და წელს გამოასწორეთ სასწრაფოდ" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერებთან, გამგებლებთან და გუბერნატორებთან გამართული შეხვედრის დროს, თანაც კასპის მუნიციპალიტეტის შექების შემდეგ, 11 მარტს გააკეთა. პრემიერის ეს შეფასება ქარელში არ მოეწონათ.

19:05 / 18.03.2015
გორელი მოსწავლეები ეტალონში

18.03.2015 საგანმანათლებლო მედიაპროექტმა „ეტალონმა“ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გამორჩეულ მოსწავლეებს უმასპინძლა. მათ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გულშემატკივრობდა, რომელმაც გამარჯვებულს საჩუქრად „ლეპ-ტოპი“ გადასცა.

15:32 / 18.03.2015
,,დაველოდოთ ინსულტს" - მითხრა ექიმმა

17.03.2015 კასპში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გუჯა ბუდაღაშვილი 2015 წლის 26 თებერვალს ჰიპერტონული წნევის ნიშნებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით დილის 5 საათზე მიიყვანეს. ექიმ-თერაპევტის აზრით ის ნევროპათოლოგის ყურადღებას საჭიროებდა. დილის 10 საათზე ნევროპათოლოგიც გამოჩნდა. ეს ჩემი პაციენტი არაოო - უთხრა ნევროპათოლოგმა ახლობლებს. მძიმე პაციენტს ხელი დაბუჟებული ჰქონდა და თავი სტკიოდა. ტომოგრაფია (თავის ტვინის დიაგნოსტიკა) ადგილზე არ ჰქონდათ. ნელ-ნელა ინსულტი ვითარდებოდა.

02:41 / 18.03.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.