რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
SALES PARTNER უახლოეს მომავალში ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს

ოდესმე გიფიქრიათ თუ როგორ კომპანიასთან ისურვებდით თანამშრომლობას? რა არის  პრიორიტეტული სხვა კომპანიასთან პარტნიორობისას? ალბათ მუშაობისას ხშირად მოგსვლიათ აზრად, რომ  გჭირდებათ რაღაც ახალი და განსხვავებული.


SALE PARTNER - ის დაარსების იდეაც სწორედ საუკეთესო პარტნიორობას ეფუძნება. კომპანიისათვის პრიორიტეტულია ინოვაციური, კრეატიული იდეებით პარტნიორების მაქსიმალური კმაყოფილების მიღწევა,რაც გრძელვადიან ურთიერთობებს უყრის საფუძველს. მისი დამფუძნებელი და დირექტორი სერგო ავსაჯანიშვილი მზად არის უპასუხოს რამდენიმე წამოჭრილ შეკითხვას:


როგორ წარმოიშვა SALES PARTNER-ის დაარსების იდეა?


გამომდინარე იქიდან რომ მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა ტიპისა თუ ზომის ბიზნესთან, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეისათვის საიმედო და სტაბილური პარტნიორის ყოლა.
SALES PARTNER-ის დაარსების იდეა სწორედ კომპანიების მოთხოვნების, იმედების და სრულიად განსხვავებულ ხედვაზე დაყრდნობილი იდეების დაკმაყოფილებაში მდგომარეობს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ კომპანიის დაარსებისათვის აუცილებელია კარგად იყო გარკვეული იმ სფეროში, სადაც მუშაობ, რისთვისაც გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენმა თითოეული გუნდის წევრმა მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად იცის თუ რას წარმოადგენს და როგორ უნდა წარიმართოს ბიზნესი.

რას იტყოდით თქვენ გუნდზე?

გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია ვმოღვაწეობ, ვიცი თუ რას გრძნობს თითოეული თანამშრომელი როდესაც მოქცეულია ჩარჩოებში. ჩემი აზრით გაყიდვები, მარკეტინგი, დიზაინი, სარეკლამო მომსახურება არის ისეთი სფეროები, სადაც შეზღუდვები უნდა იყოს მინიმალური, სადაც გუნდის წევრებს ექნებათ საშუალება იქვნენ მაქსიმალურად თავისუფლები იდეების გენერირებაში სადაც გუნდის წევრებს ექნებათ საშუალება იქვნენ მაქსიმალურად თავისუფლები იდეების გენერირებაში, რასაც ვგრძნობ თითოეულ თანამშრომელში კომპანიის დაარსების დღიდან. ზუსტად ასეთი გუნდია საჭირო იმისათვის,  რომ პარტნიორმა კომპანიამ შეძლოს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.

რას საქმიანობს თქვენი კომპანია?

ირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი იდეა და მიზანი მდგომარეობს პარტნიორული და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კომპანიებთან.  SALES PARTNER -ს გააიჩნია სერვისები, რომლებიც აუცილებელია კომპანიის იმიჯისათვის და პოპულარობისთვის:

ნებისმიერი სირთულის დიზაინის შემუშავება

ფოტო მომსახურება / დამუშავება /მონტაჟი

მარკეტინგული  სტრატეგიის შემუშავება, ღონისძიებების და კამპანიების დაგეგმვა / განხორციელება

სოციალური მედიის განვითარება

ბრენდინგი - ლოგოს / სტილის / ბრენდბუკის შემუშავება

რეკლამა - სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება საქართველოში წამყვან პორტალებზე.

რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი უპირატესობების შესახებ?

რა თქმა უნდა ყველას დაებადება კითხვა თუ რატომ უნდა ენდონ კომპანიას, რომელიც ბაზარზე სულ ახლახანს გამოჩნდა. ვეცდები სულ რამდენიმე სიტყვით ჩამოვაყალიბო კონკრეტული პასუხი. „SALES PARTNER“-ი არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მუდმივად წინსვლაზე და განახლებაზე. ჩვენთვის მთავარია საქმე გაკეთდეს უნაკლოდ,ხარისხიანად და რაც მთავარია შეუფერხებლად.პროფესიონალიზმი არის ყველაზე დიდი პლიუსი რაც კომპანიას გააჩნია. ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, ვაკეთებთ დახვეწილად და კრეატიულად.

რატომ SALES PARTNER?

კითხვა შეიძლება ორი კუთხით გავიგოთ : პირველი, თუ რატომ დავარქვით კომპანიას  SALES PARTNER
-ი  და მეორე,თუ რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ. დავიწყებ კომპანიის დასახელებით და იმისათვის, რომ ნათლად აგიხსნათ თუ საიდან დაიბადა მსგავსი სახელწოდება, პირველ რიგში მსურს აღვნიშნო,რომ ნებისმიერი ბიზნესი საქმიანობის მიუხედავად საბოლოოდ მიზანმიმართულია გაყიდვების ზრდაზე, ხოლო ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ ზუსტად ისეთ მომსახურებას, რომელიც მიმართულია გაყიდვებისა და ცნობადობის ზრდაზე. აქედან გამომდინარე შედგა სახელი SALES PARTNER. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ, უპირატესობებს თუ გადავხედავთ, კომენტარის სახით შემიძლია დავამატო ის,რომ ჩვენთან ურთიერთობისას მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდებოდით და წარმოიდგენდით.

რა არის თქვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ განსხვავებული მომსახურება და ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი ურთიერთობები  იმ პარტნიორებთან, რომლებმაც ნდობა გამოიჩინეს და გამოიჩენენ ჩვენდამი, ფეხი მოვიკიდოთ საქართველოს ბაზარზე ჩვენი პროფესიონალიზმითა და დახვეწილი გემოვნებით, განვავითაროთ კომპანია ახალი, ინოვაციული მომსახურებების შეთავაზებით.

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ წინსვლაზე და სიახლეებზე. გამომდინარე აქედან, მაქსიმალურად ვცდილობთ დროის მოკლე პერიოდში კომპანიის მიმართულებების გაფართოვებას, რისთვისაც უკვე შემუშავებული გვაქვს რამოდენიმე ინოვაციური პროდუქტი და მომსახურებები, რომლებიც ნებისმიერი ზომის და პროფილის კომპანიისათვის სასიამოვნო, სასარგებლო და ხელსაყრელი სიახლე იქნება.


რამეს ხომ არ დაამატებდით?

ძალიან მალე „SALES PARTNER” შემოგთავაზებთ ინოვაციურ პროდუქტს და იმისათვის რომ ეს სიახლე თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩეს თვალი გვადევნეთ როგორც Facebook-ის და Linkedin-ის ოფიციალურ გვერდებზე და ასევე პერსონალურ საიტზეც (www.salespartner.ge), რომელიც ძალიან მალე ამუშავდება.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.