აჭარის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერი თელია კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ მოწოდებული იმ ვიდეო მასალით გახდა ცნობილი, სადაც თელია, კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის სახელით, გორში 6 კაციანი ჯგუფის დაკავების შესახებ საუბრობს.
ბლოკმა ,,ქართულმა ოცნებამ” გორსა და გორის რაიონში, სულ 107 უბნიდან, პროპორციული სიით, 19 უბანზე წააგო არჩევნები. ყველაზე კატასტროფული შედეგი მმართველმა პარტიამ ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში მიიღო. აქ ,,ქართულმა ოცნებამ” თითქმის ყველა უბანი წააგო. რაც შეეხება ქალაქის ცენტრს, ასევე ჭალა-სადგურს, აქ ამომრჩეველმა ოპოზიციას ასპარეზი არც ერთ უბანზე დაუთმო. წმინდაწყალზე და ვერხვებზე კი ოქრუაშვილის პარტია ორ უბანზე დაწინაურდა. საბოლოოდ, პროპორციული სიით, ქალაქად და სოფლად, ,,ქართულმა ოცნებამ” 35,5% (4209 ხმა) აიღო, ხოლო ,,ქართულმა პარტიამ” 28,6%.(3389 ხმა). სხვაობა ხმებს შორის, სულ რაღაც 820-ია.
,,რა გაცინებთ? ნეტა გორში ოქრუაშვილმა გაიმარჯვოს, ევრომაიდანი არ მოგიწყოთ ქართველმა ბიჭმა” – ასე ეუბნებოდა ტყვიავის 92-ე საარჩევნო უბანზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ლენა გიგუაშვილი კომისიის წევრებს. ეს იმ დროს, როდესაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა.
კასპის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო. უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 63%-მა (10 345 მოქალაქემ) ბლოკ ,,ქართულ ოცნების” კანდიდატს გოჩა გოჩიტაშვილს მისცა ხმა, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს ნუგზარ ნონიაშვილს 16,33% (2 680)-მა ამომრჩეველმა. მესამე ადგილზე ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა ვახტანგ გუგულაშვილმა (10,23% – 1 680 ხმა) მიიღო.
2014 წლის 3 ივნისს, გორის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის მუხლით დაიწყო. პირველივე დღეებში გამოძიებამ უამრავი ადამიანი დაკითხა, მეგობრები, ოჯახის წევრები. მედია საშუალებების მეშვეობით გოგონას დედის ინტერვიუები გავრცელდა, სადაც მან ეჭვი 17 წლის მ.თ–ზე მიიტანა და ფაქტი ძალადობად მონათლა. შემთხვევის ადგილზე გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო, კისერზე შემოხვეული ბაწრის თოკი აღმოაჩინეს, ექიმებმა მოტეხილობები დაუდგინეს. გოგონას დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია.
,,ლიბერთი ბანკის” წინ გრძელი რიგები გრძელდება. პენსიების, სოციალური დახმარებების და სხვადასხვა მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეებს კვლავ პრობლემები ხვდებათ. 15 მაისს დილით გორის ფილიალის შენობასთან სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო.
2014 წლის 13 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ამავე რაიონის გამგებლის კანდიდატის ინიციატივით და ხელშეწყობით ჩატარებული ღონისძიების შესახებ. საქმე ეხება ინტელექტუალურ ჩემპიონატს „რა? სად? როდის?“, რომელიც ,,უფროსთა შორის მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიმართა”. ღონისძიება, რომელიც 10 მაისს ჩატარდა, ინტელექტუალური დონის ამაღლებას ეძღვნება. გამარჯვებული გუნდი ,,სოლომონ ბრძენი” გახდა.
2014 წლის 15 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი თანხებიდან 85 ათასი ლარი უკვე ათვისებულ იქნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსმა დავით ჩიხლაძემ განუცხადა. სოციალურად დაუცველს და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფს, ელენე გაგლოშვილს კი ბიუჯეტი ამ მიმართულებით ცარიელი დახვდა. მას ეუბნებიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დამთავრებას დაელოდოს, რადგან სოციალური დახმარების გაცემის წესში მითითებულ მე-12 მუხლს შესაძლებელია, რაიმე თანხები” არჩევნების შემდეგ დაუმატონ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულ 10 სამხედრო მოსამსახურეს დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. გორში მდებარე სამხედრო დასახლებაში ბინების გადასაცემად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.
გორის ვიცე-მერობის ,,კანდიდატი” ირაკლი ოქრუაშვილი, მერობის კანდიდატის კახა ერგემლიძის ნაცვლად, საარჩევნო პროგრამას აქვეყნებს და ამომრჩევლებს სთხოვს, რომ ხმა მისცენ კახა ერგემლიძეს, რომელიც 2006-2010 წწ-ში გორის საკრებულოს წევრი იყო. გორის მერად კახა ერგემლიძის არჩევის შემთხვევაში, ოქრუაშვილი ვიცე-მერად დაინიშნება. ყოფილი გუბერნატორი, თავდაცვის, შსს-ს, ეკონომიკის მინისტრი და გენპროკურორი ოქრუაშვილი იმ მიზეზებს ხნის, თუ რატომ უნდა დაუჯერონ მას. მიერ მიერ ჩამოთვლილ ,,საქმეთაგან”, ძირითადად, სამხედრო შეიარაღებულ ძალების მმართველობის პერიოდში თავდაცვის ბიუჯეტიდან განხორციელებული პროექტები ჩანს.
2014 წლის 17 მაისს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, გორის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, ხოლო პარაკლისის შემდეგ ქალაქის ქუჩები იკურთხა. ფოტოების ავტორი: ქეთი ქებაძე
პოლიტიკურმა ორგანიზაციამ “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზამ” გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია ორგანიზაციის გორის ოფისში შედგა.
კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა და, ამჟამად, კასპის გამგებლობის კანდიდატმა გოჩა გოჩიტაშვილმა კულტურის სახლში წარდგენისას ქებათა-ქება ადგილობრივი გაზეთის რედაქტორისგან, ნანა მერებაშვილისგან დაიმსახურა. სცენაზე გამოსვლისას გოჩიტაშვილმა ჯერ რაიონის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა, ხოლო შემდეგ გაზეთის რედაქტორს ტირბუნასთან თავად მოუხმო.
სოფელ კავთისხევთან აზერბაიჯანული ეროვნებით დასახლებულ ტერიტორიაზე, სარწყავი არხების მოუწესრიგებლობის და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობის გამო, ნიაღვარი სახლებში და გზებზე გადადის. ფაქტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გოჩიტაშვილი გავლისას შეესწრო. მომდევნო დღეებში მმართველი პარტიის ყრილობაზე სიამაყით განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა, რეგიონის მასშტაბით, კასპის რაიონის ბიუჯეტს აქვს.
2014 წლის 14 მაისს, საღამოს, გორის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე რესტორანში ჩხუბი მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებას, ხულიგნობის ბრალდებით, დაკავებული ჰყავს. თვითმხილველებმა ჩხუბის დროს ადგილზე პარტია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ლიდერი ნიკოლოზ ბიბილაშვილი და პარტიის წევრი იოსებ ფალელაშვილიც დააფიქსირეს.
გორის რაიონის სოფლებში საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები, მხოლოდ, შინდისის თემში დამთავრდა უშედეგოდ. აღნიშნულ უბანზე 15 მაისს ვერც თავმჯდომარე, ვერც მოადგილე და მდივანი აირჩიეს. 16 მაისს სხდომა განმეორებით ჩატარდა. პროცედურებს თვალყურს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ადევნებდა. წინა დღით, მის ფუნქციებს საოლქოდან პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი თამაზ ხუხუნაშვილი ასრულებდა.
,,ფაქტობრივი გარემობები, მაგალითად, მზე რომ ამოდის, ან მთვარე ჩავიდა, ამას ხომ ყველა ერთნაირად იტყვით?” – აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოჩა გოჩიტაშვილი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ხმაურიანი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია.
რეგიონის ქალაქებში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მიერ გამართულ ყრილობებზე მაჟორიტარი კანდიდატები ერთი და იგივე შინაარსის ტექსტებს კითხულობენ. ამის შესახებ ვიდეო-მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს. შეკრებების ორგანიზატორ-წამყვანები და გამგებლობის კანდიდატები კითხვისას დაწერილ ტექსტებს თანმიმდევრულად ,,მისდევენ”.
აქციაში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლების, უნივერსიტეტების, საბავშვო ბაღების, ბიზნესსექტორის, სამინისტროების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის "მწვანე კედელი" ფარგლებში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD) ფინანსური ხელშეწყობით.
პროექტის მენეჯერია ნინო მეგრელიშვილი, ხოლო თანაავტორი თეა გიგუაშვილი. თე გიგუაშვილის თქმით, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც აცნობა, რომ მის სახლთან ახლოს ბულდოზერებით ქარსაფარ ზოლებს ჭრიან:
,,მე დამიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო იმით, რაც მის სახლთან ახლოს ხდებოდა. დავინტერესდი მაშინ, თუ რა მდგომარეობაში გვაქვს ამ მხრივ რაიონში სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ საერთოდ აღარ არსებობს. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ასეთი პროექტი განგვეხორციელებინა'' - ამბობს თეა გიგუაშვილი.
პროექტი ნინო მეგრელიშვილმა შეიმუშავა. მონაცემები შეაგროვა და დემოკრატიის სკოლაში წარადგინა. მასში დემოკრატიის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. იდეას შეუერთდა ქუთაისისა და თელავის დემოკრატიის სკოლებიც.

პროექტის პრეზენტაცია გასულ წელს, 2013 წლის ნოემბერში გაიმართა. ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაციაზე დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად ექსპერტებმა, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
მომხსენებლებმა - ექსპერტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი დეტალურად ისაუბრეს ქარსაცავების თემის ირგვლივ - თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ქარსაცავის არ არსებობამ, ამჟამად რა მდგომარეობაა შიდა ქართლის რეგიონსა და მთელ საქართველოში, რა კანონმდებლობა არსებობს ამ მიმართულებით, რა ცვლილებებია განსახორციელებელი და ა.შ. სწორედ მაშინ დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











