2014 წლის მონაცემების მიხედვით, ამჟამად, შიდა ქართლში გასაშვილებელი მოზარდების რაოდენობა (11-დან 18 წლამდე ასაკის ფარგლებში) 12-ს აღწევს. ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებშია საუბარი. აღნიშნული ბავშვებიდან 7 მოზარდი 11-დან 15 წლამდეა, ხოლო ხუთი მოზარდი - 16-დან 18 წლამდე. სულ გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა შიდა ქართლში (ერთ წლამდე ასაკიდან დაწყებული 18 წლამდე) 22-ია.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
2014 წლის 1 აგვისტოს, პარასკევს, შუადღით, გორთან ახლოს პარლამენტარი ნუკრი ქანთარია ავტომობილით ძროხას დაეჯახა. იმ მომენტში, როდესაც Qartli.gE-მ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი ფოტოზე დააფიქსირა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ძროხის პატრონი ვერ დადგინდა. ძროხა კი ცოტა ხანში წამომდგარა და წასულა.
3 აგვისტოს შუადღედან შიდა ქართლის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გორის რაიონის სოფელ ფელის ტერიტორიაზე, თითქმის მიუდგომელ ადგილას, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. 4 აგვისტოს დილის 3-4 საათზე კი სახანძრო სამსახურმა რესტორან ,,ვენეციის" ხანძრის შესახებ ტაქსის მძღოლებისგან გაიგო. ძირითადად, ხის კონსტრუქციებისგან აშენებული რესტორანი მთლიანად დაიწვა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა 2 აგვისტოს ატენის ხეობაში, ჯამჯამების ტყეში ჩააქრეს ცეცხლის კერა. 4 აგვისტოს შუადღეს კი კირბალში მინდვრის ბალახზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს.
ახმაჯის არხი, რომელიც სათავეს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიიდან იღებს, დაიკეტა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ აღაიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გია ტვილდიანმა განუცხადა.
გორთან ახლოს ავტობანზე მანქანა ძროხას დაეჯახა, ადგილზე პარლამენტარი ნუკრი ქანთარია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არკვევს, თუ რა კავშირია ფოტოზე აღნიშნულ პირებსა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის. ფოტოს გადაღებისას ადგილზე საპატრულო პოლიცია არ იმყოფებოდა.
გორის ცენტრში, 1 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასაკოვანი ქალბატონი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სიკვდილის შემდეგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კონსტანტინე (კახა) ლაფერაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოეყოს დაფინანსება არა უმეტეს 135 524 ლარისა.
კასპის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მეტეხთან 49 წლის მამაკაცის ცხედარი 28 ივლისს დილით მდინარე მტკვარში იპოვეს. სოფელ მეტეხში მცხოვრები გიორგი სეხნიაშვილის ძებნა 27 ივლისს დაიწყო.
2014 წლის 28 ივლისს გორის რაიონის სოფელ კვარხეთის მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მეჯვრისხევის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში 26 წლის ალექსანდრე (ლექსო) ბუჯიაშვილმა მათი პრეტენზიები გორში, გამგეობის შენობის წინ, მოისმინა.
28 ივლისს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული კომპანიის წარმომომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველისგან 27 ივლისს 10 საათსა და 33 წუთზე იმერეთის მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გათიშვის მიზეზით მომხდარი ავარიის შედეგების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო.
მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ნაკვეთების და მესაკუთრეების იდენტიფიკაცია, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება და სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს. საპილოტე პროგრამაში 11 დასახლება შევიდა, მათ შორის გორის რაიონის სოფელი კარალეთი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველ ქალაქებში ახლადარჩეული 8 მერი და 13 გამგებელი.
მამაკაცთა და ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს. ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი და თეთრი ფერისაა.
რესპუბლიკურ ტურნირში ლიდერობა შიდა ქართლელებმა არავის დაუთმეს
მოძრავი მატარებლის ბორბლების ქვეშ, შემდეგ სასაფლაო, ქალაქის ქუჩები, კვლავ რკინიგზის სადგური - ეს მძიმე გზა ოქროსფერმა ძუ ლაბრადორმა კასპში გამოიარა. მისი არსებობა ცხოველთა დამცველებმა გაიგეს და მის სანახავად კასპში ჩავიდნენ, წაიყვანეს და ახალი მზრუნველი პატრონიც მოუძებნეს.
მომავალი კვირიდან სოფლებში: ზემო და ქვემო რენე, ნიგოზა და ჩობალაური - სპეციალური ცისტერნებით სასმელ წყალს ,,კასპის კეთილმოწყობის სამსახური" კვირაში ორჯერ შეიტანს. ამის შესახებ Qartli.gE-ს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გუჯა გეჯაძემ განუცხადა. დღეს, 24 ივლისს გამართულ ტენდერში აღნიშნულმა სამსახურმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ამისათვის, ორი თვის განმავლობაში, 4 618 ლარს დახარჯავს. ეს კი იმაზე ნაკლები რაოდენობის თანხაა, რაც 2013 წლიდან 2014 წლის ზაფხულამდე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, თითო თვეში, პრემიასთან ერთად, (თვეში - 5300 ლარი) აიღეს.
ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპელიტეტების პირველივე სხდომებზე თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცეს. 2014 წლის მოწვევის საკრებულოს და მისი აღმასრულებელი სტრუქტურის (გამგეობის) მოხელეთა სარგოები 2012 წელს მიღებულ სარგოებს ემთხვევა. სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ბოლო მონაცემები 2010 წლის მონაცემებს შევადარეთ. აღნიშნული ეყრდნობოდა საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, სადაც 2010 წელს მიღებულ განკარგულებებში 2012 წელს შეტანილი ცვლილელები ასახული არაა.
ბოლო მონაცემებით ძალადობის შემთხვევებს შორის საქართველოში ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები ჭარბობს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 23 ივლისს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს. 2012 წლიდან, ფიზიკური ძალადობის ფაქტები ადგილს ფსიქოლოგიურ ძალადობას უთმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტესობა, მოძალადეებს შორის, 25-44 წლის ასაკის მამაკაცია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











