რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ,,თრიალეთი" გაამტყუნა

 

 

სარეზოლუციო ნაწილი ქარტიამ დღესვე გამოაქვეყნა. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კი რამდენიმე დღეში შეადგენენ და ქარტიის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გაავრცელებენ.

 

პირველი მუხლი: ,,  “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

 

ქარტიის სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლები, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი და რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსი მარიამიძე. ,,თრიალეთმა" გუბერნატორის საჩივარის პასუხად ქარტიის საბჭოს ახსნა-განმარტება გაუგზავნა. საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ გუბერნატორის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე ამ ეტაპზე კონკრეტული მოქალაქეები პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.

 

საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 27 მარტს ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ეთერში გავიდა სიუჟეტი გუბერნატორის ბიზნესინტერესებისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიების შესახებ.   


სიუჟეტის მიხედვით, გუბერნატორი აკონტროლებს ,,კალონკებს", ,,ლომბარდებს", რასაც ხალხი ლაპარაკობს. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ კონკრეტულ ფაქტებს დადებდა.

 

2015 წლის 30 მარტს ,,თრიალეთის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო ვრცელი სტატია იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც ტელეკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გუბერნატორი აკონტროლებს: სიუჟეტისა და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 2015 წლის 6 აპრილს, გუბერნატორმა საჩივრით ქარტიას მიმართა.


,,მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაყრდნობილია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. ტელეკომპანიას და/ან ჟურნალისტს არაფერი გაუკეთებია სიმართლის დასადგენად, არ მოუძიებია დოკუმენტები, არ დაკავშირებია იმ ადამიანებს, ვისგანაც კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეეძლო. შესაბამისად, ის გარემოება, რომ არ გამოყენებულა ყველა საშუალება სიმართლის დასადგენად, მიანიშნებს, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, ჟურნალისტის მხრიდან ამის მცდელობაც კი არ ყოფილა" - აღნიშნულია გუბერნატორის საჩივრის პრეამბულაში.

 

გუბერნატორი ითხოვდა, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიას ,,თრიალეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია განეხილა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის ჭრილში, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის
მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების
შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
11:29 / 03.11.2026
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს
შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება
მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2
000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2 000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
19:36 / 02.11.2026
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.