მუსიკოს-ინსტრუმენტალისტი, რომელიც კასპიდან თბილისის მიმართულებით ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, 5 დღით დააპატიმრეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მუსიკოსმა დანაშაული აღიარა და მოსამართლეს სახდელის შემსუბუქება სთხოვა. მისი თქმით, მუსიკა შემოსავლის ძირითადი წყაროა და მანქანა საქმიანობისთვის სჭირდება.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე დააკისრა ჯარიმა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.
პატრულ-ინსპექტორის ინფორმაციით, ავტომანქანა სოფელ კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 ოქტომბერს გააჩერეს. სამართალდარღვევა განმეორებითი აღმოჩნდა. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოქალაქეს წინა შემთხვევაშიც ჰქონდა მსგავსი სამართალდარღვევა ჩადენილი და მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები