რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო სასამართლომ მოზარდის დედას სიტყვიერი შენიშვნა მისცა

ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანთა მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოში განიხილეს.

საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც შიდა ქართლში მოხდა. პოლიციის თანამშრომლის, ნანა გასიტაშვილის განმარტებით, მოზარდები სტადიონზე ლეკვს არასათანადოდ მოეპყრნენ. იგი ითხოვდა, რომ ორივე მოზარდის მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო.

გამომძიებლის მტკიცებით, ვიდეოს გადამღები ხედავდა ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა არ შეეცადა მის შეჩერებას.

„როგორც კი გავრცელდა ვიდეო, ჩვენ დავადგინეთ ორივე პიროვნება. მოზარდები იმყოფებოდნენ სტადიონზე, ერთ-ერთმა მოზარდმა ვიდეო გადაიღო და სიამაყით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მიგვაჩნია, რომ ორივე მოზარდის მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განაცხადა გამომძიებელმა.

იმ მოზარდის მშობელს, რომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინა სამართალდარღვევა, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

რაც შეეხება ვიდეოს გადამღებს, რომელმაც კადრები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლის განმარტებით, ვიდეოს გადამღებს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.

რას ამბობენ მშობლები?

მომხდართან დაკავშირებით ვიდეოს გადამღების მამამ განმარტა, რომ თავადაც შოკირებულია: „ბოდიშს მოვიხდი, თვითონ შოკში ვარ, ასე როგორ მოუვიდა. ჩვენ თვითონ სახლში 2 ძაღლი გვყავს შეფარებული. კიდევ თუ რამე დავაკელი ბავშვს აღზრდაში, ვიმუშავებ."

სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო იმ ბავშვის დედა, რომელიც ვიდეოში ლეკვს ბურთივით ექცევა: „პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ყველას. ამ კადრების ნახვა არც ჩემთვის იყო ადვილი. სკოლაშიც, ეზოშიც ბავშვს ყველა დადებითად ახასიათებს. მსგავსი რამ აღარ განმეორდება", - განაცხადა დედამ, რომელიც განმარტავს, რომ ბავშვს მარტო ზრდის, თვითონ კი მუდმივად სამუშაოზე ყოფნა უწევს დასუფთავების კომპანიასა და ბაღებში სეზონურ სამუშაოებზე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე
მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ
კერძო სახლში დაჰყავთ.
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ კერძო სახლში დაჰყავთ.
11:10 / 02.11.2026
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური
სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს
მედალი დაისაკუთრეს.
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
19:05 / 01.11.2026
სოფელ ბერშუეთის მცხოვრები, 41 წლის გელა ბერიანიძე, რომელიც 31
ოქტომბერს სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დააკავეს, ცენტრალური
ხელისუფლებისა და EUMM-ის „ცხელი ხაზის“ ჩართულობით გათავისუფლდა.
სოფელ ბერშუეთის მცხოვრები, 41 წლის გელა ბერიანიძე, რომელიც 31 ოქტომბერს სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დააკავეს, ცენტრალური ხელისუფლებისა და EUMM-ის „ცხელი ხაზის“ ჩართულობით გათავისუფლდა.
18:24 / 01.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.