საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს 41 წლის გელა ბერიანიძე, რომელიც 31 ოქტომბერს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დააკავეს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, სოფელ ბერშუეთში მცხოვრებმა მოქალაქემ ე.წ. საზღვარი უნებურად გადაკვეთა.
„მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ კანონის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მე-14 მუხლის თანახმად, გ. ა. ბერიანიძე რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევეს", - აღნიშნულია დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი".
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები