|
ხაშურში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე კობა ნოზაძე უკვე 9 თვეა გერმანიაში ცხოვრობს.
მისი თქმით, გერმანია ისეთი ქვეყანაა, სადაც მოქალაქეებს აფასებენ, პატივს სცემენ მათ უფლებებს, იცავენ შრომით კანონმდებლობას და ადამიანებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ.
„გერმანია... აქ უკვე 9 თვეა ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, კანონიერად. ქვეყანა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას გაძლევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. აქ გიღიმიან, ბედნიერები არიან, თხოვნით მოგმართავენ, მხარი რომ ვინმეს გაარტყა, არ ამოგიტრიალებენ, პირიქით - არაუშავსო და გაგიღიმებენ. აქ ბედნიერია პენსიონერი, რადგან კარგი პენსია აქვთ, შეუძლიათ თავისუფლად იყიდონ ყველაფერი, რაც სურთ, დაისვენონ და თავისუფალი დრო სხვა ქვეყნებში გაატარონ.
აქ ერთმანეთის გახარება უყვართ, ცხოვრება უყვართ, სიცოცხლე უყვართ... და რაც მნიშვნელოვანია, აქ კანონებს პატივს სცემენ და ემორჩილებიან. გარყვნილ ევროპას ეძახიან? დიახ, დადიან ნათელ ფერებში ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც არავინ ერჩის და მერე რა, ფერი ცვლის რამეს? მე აქ ე.წ. „შლოპანცებით“ დავდიოდი ქალაქის ცენტრში და არავინ უყურებს, რა გაცვია, რამდენად ღირებულია, ქორწილში რამდენევროიან ტანსაცმელს ჩაიცვამ თუ რამდენევროიანი სამკაული გიკეთია.
აქ კანონების ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ცხოველები უყვართ, სადაც ყოველი მეორე შინაური ცხოველის პატრონია... მაგრამ ამავდროულად ქვეყანაა, სადაც სტუმრად დაგეგმვის გარეშე ვერ მიხვალ, შეხვედრა [Termin] უნდა ჩანიშნო.
დიახ, აქ ცხოვრება იაფია, ტრანსპორტი 1 თვეში 30 ევრო ღირს და შენი ქალაქის მასშტაბით ყველგან გადაადგილდები ამ ბილეთით. ზეთში 1 ევროს ვიხდი, ქართულ ფულზე 3 ლარს. არავინ ფიქრობს იმაზე, ექიმთან რომ მივიდეს, რით გადაიხადოს ფული, ოპერაცია დასჭირდეს თუ წამალი, აქ ყველაფერი დაზღვეულია.
დასაქმებულ ადამიანებს აფასებენ, კვირას ყველა ისვენებს და თანხას არავინ აკლებს. მარკეტებში დაახლოებით 2 500 ევრომდე აქვთ ანაზღაურება. ჩასაცმელი და საჭმელი უფასოდაა მათთვის, ვისაც უჭირს. რამდენი უფლება და ვალდებულება ჩამოვთვალო, თუ რატომ არის კარგი ევროპა, მაგრამ რაც მთავარია, ჩემი მიწა აქ არ არის... მე ჩემი საქართველო მინდა ასე ძლიერი იყოს, მინდა ევროპულ ღირებულებებზე მდგარი ქვეყანა მქონდეს", - წერს კობა ნოზაძე.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები