რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ატოცის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებლებს მაღალმთიანი დასახლების შეღავათები მოუხსნეს

„ვიღებდი პენსიას 595 ლარს. ეხლა მომცეს 495 ლარი. დამაკლეს 100 ლარი", - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცის ერთ-ერთ უბანში, გულიკაანთუბანში, მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მოუხსნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბრიდან რამდენიმე ოჯახმა ვეღარ მიიღო მაღალმთიანი დასახლებისთვის გათვალისწინებული დანამატი. ასევე, ვეღარ სარგებლობენ ელექტროენერგიის გადასახადზე არსებული შეღავათით.

„დედაჩემი 83 წლისაა და თითქმის 100 ლარი დააკლდა პენსია. ჩავედი სოციალურ სამსახურში და სია გადმომიღეს. მითხრეს, ჯერ ხუთი კაცი წერია, იმ თვიდან ყველას მოგეხსნებათო, ნოემბრიდან უკვე მთელ დასახლებას მოგეხსნებათო. ატოცელებს არ ეხება ესო. ჩვენ აბა ატოცს არ ვეკუთვნით?“ - გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

გულიკაანთუბანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობდნენ და შესაბამის შეღავათებსაც იღებდნენ. ახლა კი მათთვის გაუგებარია, რა შეიცვალა და რის საფუძველზე შეუწყდათ ეს სარგებელი.

ადგილობრივ მოსახლეობას „ლელოს“ წარმომადგენელი ზურაბ ლეკიშვილი შეხვდა, რომელიც საკრებულოს წევრია. ზურაბ ლეკიშვილმა მოსახლეობას სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნოსტედან თბილისისკენ მიმავალ ავტომობილს საქარე მინა ჩაამსხვრიეს.
დაზარალებული მოქალაქეებს ყურადღებისკენ მოუწოდებს, პოლიციამ კი, მისი
თქმით, ყურადღება გზაზე გაჩერებულ მანქანაზე გაამახვილა.
ნოსტედან თბილისისკენ მიმავალ ავტომობილს საქარე მინა ჩაამსხვრიეს. დაზარალებული მოქალაქეებს ყურადღებისკენ მოუწოდებს, პოლიციამ კი, მისი თქმით, ყურადღება გზაზე გაჩერებულ მანქანაზე გაამახვილა.
11:34 / 01.11.2026
ხაშურში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილე კობა ნოზაძე, რომელიც
9 თვეა გერმანიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ევროპულ სოციალურ
გარანტიებზე, კანონის უზენაესობასა და საქართველოში ევროპული
ღირებულებების დამკვიდრების სურვილზე წერს.
ხაშურში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილე კობა ნოზაძე, რომელიც 9 თვეა გერმანიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ევროპულ სოციალურ გარანტიებზე, კანონის უზენაესობასა და საქართველოში ევროპული ღირებულებების დამკვიდრების სურვილზე წერს.
10:40 / 01.11.2026
გორის მუნიციპალიტეტში 4 უსახლკარო ოჯახისთვის კოტეჯების მშენებლობაზე
ჯამში 270 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა მერიისგან საცხოვრებლის
გადაცემას კიდევ 181 ოჯახი ელოდება.
გორის მუნიციპალიტეტში 4 უსახლკარო ოჯახისთვის კოტეჯების მშენებლობაზე ჯამში 270 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა მერიისგან საცხოვრებლის გადაცემას კიდევ 181 ოჯახი ელოდება.
15:43 / 31.10.2026
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ მერია უპასუხოდ ტოვებს
კითხვას, როდის გამოცხადდება გოსტიბის გზის რეაბილიტაცია ხელმეორედ,
მაშინ როცა ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინოვნიკების მშობლიურ
სოფლებში აქტიურად ხორციელდება.
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ მერია უპასუხოდ ტოვებს კითხვას, როდის გამოცხადდება გოსტიბის გზის რეაბილიტაცია ხელმეორედ, მაშინ როცა ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინოვნიკების მშობლიურ სოფლებში აქტიურად ხორციელდება.
12:24 / 31.10.2026
ფესტივალი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების
მხარდაჭერაა, 30 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება.
ფესტივალი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერაა, 30 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება.
11:25 / 31.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.