|
კავთისხევში, შატბერაშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნოსტედან თბილისისკენ მიმავალ ავტომანქანას ქვებით სავსე ბოთლი ესროლეს. ბოთლი მანქანის საქარე მინას მოხვდა და მინა ჩაამსხვრია.
როგორც ავტომანქანის მფლობელი იტყობინება, ადგილზე სხვა ბოთლებიც იყო მიმოფანტული, რომლებშიც ასევე ქვები ეყარა.
„შეიძლება მოზარდის გაკეთებულიც იყოს და ვერ იაზრებდეს, რა შეიძლება მოჰყვეს მაგ ყველაფერს. მიხედეთ, ხალხო, ყურადღება მიაქციეთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, რომ რამე უბედურება არ მოხდეს!" - წერს ავტომანქანის მფლობელი.
დაზარალებული კავთისხეველებს სთხოვს, იყვნენ ყურადღებით და, თუ ვინმეს მომხდარის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, შეატყობინონ.
ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ადგილზე პოლიციის ეკიპაჟიც მივიდა, თუმცა, როგორც მფლობელი აღნიშნავს, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ყურადღება გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილზე გაამახვილეს.
„იმის მაგიერ, რომ ის ეთქვათ, საიდან გესროლეს ბოთლიო, აქეთ ამას ეუბნებოდნენ, შუა გზაზე რატომ დგახარო", - აღნიშნავს ის.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები