კასპის სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე წარმოება, ხანდაზმულობის გამო, შეწყვიტა.
საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხებოდა, რომელშიც „სოლიდარობის სახლი“ „ქოცრუპორად“ იყო მოხსენიებული. კომენტარის დადებიდან საჩივრის შედგენამდე 6 თვეა გასული.
„სოლიდარობის სახლის" დამფუძნებელმა თამარ ლომიაშვილმა საჩივარი სიძულვილის ენის სამმართველოში შეიტანა. საჩივარში აღნიშნულია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობის ფაქტს საჯარო სივრცეში.
თამაზ ელიზბარაშვილის განმარტებით, კომენტარი ორგანიზაციას ეხებოდა და არა ქალბატონ თამილას პიროვნებას.
„თუ ქალბატონმა თამილამ ეს სიტყვები საკუთარ თავს მიაკუთვნა, ეწყინა და ამის გამო სასამართლოს მიმართა, ეს ჩემთვის საწყენია. მას შეეძლო, დაერეკა ჩემთვის და პირადად გავარკვევდით ყველაფერს. თუ ჩემი სიტყვებით ვაწყენინე, მზად ვიყავი, ბოდიში მომეხადა. ქალბატონების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მით უმეტეს, ქალბატონი თამილას მიმართ. სამწუხაროა, რომ საკითხი აქამდე მივიდა. ჩემი შეფასება ორგანიზაციას ეხებოდა და არა ქალბატონი თამილას პიროვნებას“, - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები