რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კომისიის სხდომა შედგა - იმპიჩმენტზე უარი 4-მა დეპუტატმა თქვა

 

,,არ იქნეს განხილული მერის იმპიჩმენტის საკითხი.  ამ ეტაპზე უარს ვამბობთ მონაწილეობის მიღებაზე" - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

 

 

,,ჩემი პოზიციაა, რომ იმისთვის, რომ საკრებულოს დღის წერიგიდან ამოღებულ იქნას ეს საკითხი, ეს საკითხი პროცედურულიად აუცილებლად უნდა დადგეს კენჭისყრაზე. დღეს საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარე ამ საკითხსაც დააყენებს." - განაცხადა ნინო ზურაბიშვილმა.

 

საიას წარმომადგენლის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ახალი განცხადება ბიუროზეც უნდა განიხილონ და საკითხის უკან გახმობა პრობლემა არ იქნება.

 

მინდია გოდერძიშვილი: ,,ვფირობ, რომ ნათელია ყველაფერი"

 

დავით რაზმაძე: ,,მე ძალიან დავიბენი, როგორც რეგლამენტი მოითხოვს, ისე გაკეთდეს"

 

ამ წუთებში ქალაქ გორის საკრებულოში სამანდატო და საპროცედურო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები საკრებულოს 8 წევრის მიერ შეტანილ იმ განცხადებებს იხილავენ, რომლითაც საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, გორის მერისა და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ.

 

სხდომის დაწყებამდე განცხადება თამარ თედლიაშვილმა გააკეთა, რომელმაც 1 სექტემბერს კომისიის  სხდომა ორჯერ გააცდინა.

 

მისი თქმით, ის ნიქოზში ფესტივალის გახსნას დაესწრო და ამიტომ არ დაესწრო კომისიის სხდომას 1 სექტემბერს.

 

დღევანდელი სხდომა მეორედ იმართება. კომისიის სხდომაზე 5-ვე წევრია გამოცხადებული.

 

სხდომაზე ზაზა მეზვრიშვილის განცხადება წაიკითხეს, რომელმაც კომისიის სხდომის თავმჯდომარეობიდან თამარ თედლიაშვილის აცილება მოითხოვა. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, როცა ზაზა მეზვრიშვილის საკითხი განიხილება.  ზაზა მეზვრიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ თამარ თედლიაშვილი მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და დაინტერესებული პირია.

 

თედლიაშვილის განცხადებით, არანაირ პრობლემას წარმოადგენს, თუკი 26 აგვისტოს განცხადებას კომისიის უხუცესი წევრი წარადგენს. თუმცა, ზაზა მეზვრიშვილის პოზიციას არ ეთანხმება.

 

კომისიის 3-მა წევრმა (თამარ თედლიაშვილი, მინდია გოდერძიშვილი, ლერი ლაფაჩი) უარყოფოთი დასკვნა დადო გორის მერის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ განცხადებების ირკვლივ. კერძოდ, 26 აგვისტოს განცხადებები ნაკლიან განცხადებებად შეფასდა.

 

დადებითი დასკვნის მომხრე კი ნინო ზურაბიშვილი და დავით რაზმაძე იყვნენ.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსხვერპლით დასრულდა შავშვებთან დღეს დილით მომხდარი ავარია.
დაიღუპა ერთი ადამიანი.
მსხვერპლით დასრულდა შავშვებთან დღეს დილით მომხდარი ავარია. დაიღუპა ერთი ადამიანი.
09:54 / 22.06.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შალვა და კოტე
ერისთავების სახლის აღდგენა იგეგმება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შალვა და კოტე ერისთავების სახლის აღდგენა იგეგმება.
15:52 / 21.06.2026
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
15:16 / 21.06.2026
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის
ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის
ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
13:40 / 21.06.2026
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი
წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
22:33 / 20.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.