რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
ეთიკის ქარტია გუბერნატორის საჩივარს ,,თრიალეთის" წინააღმდეგ განიხილავს

 

,,მივიჩნევ, რომ ტელეკომპანია ,,თრიალეთმა“ (რომელიც არ არის ეთიკის ქარტიის ხელმომწერი) დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულება. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ და განხილულ იქნეს დარღვევის ფაქტები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით." - წერია საჩივარში, რომლის შინაარსი ქარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.


საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 27 მარტს ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ეთერში გავიდა სიუჟეტი გუბერნატორის ბიზნესინტერესებისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიების შესახებ.   


სიუჟეტის მიხედვით, გუბერნატორი აკონტროლებს ,,კალონკებს", ,,ლომბარდებს", რასაც ხალხი ლაპარაკობს. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ კონკრეტულ ფაქტებს დადებდა.

 

2015 წლის 30 მარტს ,,თრიალეთის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო ვრცელი სტატია იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც ტელეკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გუბერნატორი აკონტროლებს: სიუჟეტისა და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 2015 წლის 6 აპრილს, გუბერნატორმა საჩივრით ქარტიას მიმართა.


,,მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაყრდნობილია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. ტელეკომპანიას და/ან ჟურნალისტს არაფერი გაუკეთებია სიმართლის დასადგენად, არ მოუძიებია დოკუმენტები, არ დაკავშირებია იმ ადამიანებს, ვისგანაც კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეეძლო. შესაბამისად, ის გარემოება, რომ არ გამოყენებულა ყველა საშუალება სიმართლის დასადგენად, მიანიშნებს, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, ჟურნალისტის მხრიდან ამის მცდელობაც კი არ ყოფილა" - აღნიშნულია გუბერნატორის საჩივრის პრეამბულაში.

 

გუბერნატორი ითხოვს, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ,,თრიალეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია განიხილოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის ჭრილში, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

 

აღნიშნული მუხლი, სხვადასხვა კონკრეტული მაგალითების გათვალისწინებით, გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ინფორმაციისა თუ ფაქტის დასადგენად ჟურნალისტმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს და ამოწუროს, ხოლო  ამის შემდეგ უნდა მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია დადგენილ ფაქტად.

 

წარმოდგენილ ვიდეომასალაში და სადავო განცხადებაში, ,,თრიალეთი" დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ ,,ავტოგაზს", ლომბარდ ,,რიკოს", სწორედ, გუბერნატორი და მისი ნათესავები აკონტროლებენ. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებამ საზოგადოებას პატივი არ სცა, რადგან ,,თრიალეთმა" საზოგადოებას ზუსტი და ამომწურავი პასუხი არ მიაწოდა.

 

თუ რა კონკრეტულ არგუმენტებს წარადგენენ ქარტიის წინაშე ,,თრიალეთის" წარმომადგენლები, ამას 6 სექტემბერს, 11 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გაიგებენ სხდომის მონაწილეები და დამსწრეები. 

 

სხდომაზე დასწრება თავისუფალია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის
სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
18:08 / 31.03.2026
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი
კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
13:05 / 31.03.2026
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შედგენილი ერთ-ერთი წერილის მიხედვით,
22:53 / 30.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.