რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
საქონლის ძებნა გამყოფ ხაზზე
ეს ფოტო და ვიდეო საქართველოს ცენტრალური არხების ჟურნალისტებმა შემთხვევით გადაიღეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიაშენელი მოხუცი მოქალაქე ძროხას ეძებს, ხოლო ძებნაში ხელს ახლადგავლებული გამყოფი ხაზი უშლის.

სინამდვილეში მედიის ობიექტივში მოხვედრი ქალი ოსური სოფლიდან, ზემო არცევიდანაა.

ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა ჯარიაშენსა და ზემო არცევს შორის ტრაქტორით გზა გაიყვანეს.

როგორც ერგნეთში გამართული მოლაპარაკების დროს ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, გათხრილი გზა ხანძარსაწინააღმდეგო ზოლს წარმოადგენს.

ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის გადაღებისას მედიის ყურადღების ქვეშ, სწორედ, საქონლის საძებნად გასული მოქალაქე მოექცა.

ერთ მხარეს ჟურნალისტები, მეორე მხარეს კი, ზემო არცეველი მოხუცი იდგა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მოხუცი დაკარგულ საქონელს ეძებდა.

ჯარიაშენი საქართველოს კონროლირებულ ტერიტორიაზეა, ხოლო ზემო არცევი - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ქართულ და ოსურ სოფლებს ამჟამად ეს გამყოფი ხაზი გაივლო.

ჯარიაშენელები ამბობენ, რომ ორ სოფელს შორის ურთიერთობა გრძელდება, ოღონდ, ამ შემთხვევაში მათ საქონელი აერთიანებს.

თუკი ჯარიაშენელების საქონელი ზემო არცევისკენ გადავა, ზემო არცეველები უკან აბრუნებენ. ასე ხდება პირიქითაც.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი
სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“
აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა
ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში
გააკეთა.
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში გააკეთა.
21:00 / 14.11.2026
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
19:23 / 14.11.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში
მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ
მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14:05 / 14.11.2026
ინიციატივა მოძრაობა „სადაგის“ მოხალისის ჩართულობით განხორციელდა,
რომელიც საზოგადოებისთვის გორის მერობის კანდიდატ კონსტანტინე
ბუზალაძესთან სოფლის გზებისა და შეწყვეტილი დასავლური დაფინანსების
შესახებ გამართული დიალოგით გახდა ცნობილი.
ინიციატივა მოძრაობა „სადაგის“ მოხალისის ჩართულობით განხორციელდა, რომელიც საზოგადოებისთვის გორის მერობის კანდიდატ კონსტანტინე ბუზალაძესთან სოფლის გზებისა და შეწყვეტილი დასავლური დაფინანსების შესახებ გამართული დიალოგით გახდა ცნობილი.
12:58 / 14.11.2026
პატარა ლიახვის ხეობაში ჩაძირული უცხოური მარკის ავტომანქანა
მყვინთავებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაციას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
პატარა ლიახვის ხეობაში ჩაძირული უცხოური მარკის ავტომანქანა მყვინთავებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
11:12 / 14.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.