რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორში Nova Societas–ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა


გორის მთავარ ბიბლიოთეკაში, 14 ივნისს, Nova Societas–ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას პროფესორი ემზარ ჯგერენაია, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე წარუძღვნენ. "Nova Societas–ის წარმომადგენლებმა მეოცე საუკუნის პირველი მეხუთედის დოკუმენტები დაამუშავეს და გამოიკვეთა რომ დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ხედვები და იდეები იმდროინდელი ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების იდენტური იყო.

დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან. სამწუხაროდ, 1921 წლის ოკუპაციამ და, რაც მთავარია, წითელმა ტერორმა, შეაჩერა საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნე."-წერია კვლევაში.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა. პროფესორი ემზარ ჯგერენაიას თქმით, აუცილებელია, მოქალაქეებთან შეხვედრა და მათთან საუბარი აღნიშნულ თემებზე.

,,პროექტის მიზანია სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით დისკუსიების გამართვა. ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს თუ რა საფუძველი აქვს საქართველოს იყოს ევროპული ქვეყანა. ვმსჯელობთ, მართლაც აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას ევროპული საწყისიები და შეგვიძლია თუ არა დღეს თამამად ვთქვათ, რომ ჩვენთვის ევროპული კულტურა არ არის უცხო. ჩვენმა მომხსენებლებმა ისაუბრეს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობაზე და მის ევროპულ ორიენტაციაზე. პირველი რესპუბლიკა ძალიან სანიმუშო და საინტერესო მოვლენა იყო საქართველოში,“- განაცხადა პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.

ისტორიკოსი ირაკლი ირემაძის თქმით, არსებობს მრავალი ნაშრომი, სადაც კარგად ჩანს მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ევროპული ღირებულებები.

,,საქართველო ამ პერიოდში ევრპისთვის ძალიან საინტერესო მაგალითი იყო. 1920 წელს, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ევროპელი დელეგაცია, სწორედ მათ ნაშრომებში ჩანს ძირითადად, როგორ აღვიქვამს ევროპა საქართველოს. არის ფანტასტიური წერილები, როგორი გაკვირვებულები არიან იმით რაც საქართველოში ხდება იმ პერიოდში. თუმცა რეალურად რაც საქართველოში ხდებოდა არ იყო გასაკვირი, რადგან ამ ყველაფერს წინ უძღოდა ათწლეულების მანძილზე მზადება თერგდალეულების გზით და შემდეგ უკვე პოლიტიკური ხაზით, რაც გააგრძელეს მესამე დასელებმა,“- აღნიშნა ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორში მცხოვრები ახალგაზრდები.

,,ძალიან საინტერესო მომხსენებლები გვყვავდნენ სტუმრდ. მე, როგორც რიგითი გორელი ახალგაზრდა, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით.  თანამედროვე დღევანდელობის მნიშვნელოვან გამოწვევებს შეეხო დღევანდელი დისკუსია,“- აღნიშნა შეხვედრის მონაწილე მორის გიგაურმა.

კვლევის პრეზენტაცია გორის შემდეგ თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ორგანიზაცია 2018 წლის ზაფხულიდან იკვლევს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918–1921 წლების ურთიერთობას ევროპასთან და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი. დამფუძნებლები არიან: გიორგი საბანაძე, ემზარ ჯგერენაია, გიორგი კეკელიძე, გიორგი კილაძე, კაკი კენჭოშვილი. ორგანიზაციის დირექტორია ნინო დარსაველიძე. Nova Societas–ის ახორციელებს საგანმანათლებლოსა და კვლევით პროექტებს.

ბოლო რამდენიმე წელია იკვლევს ევროპისადმი დამოკიდებულებას საქართველოში მეცხრამეე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის
სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა
კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
14:40 / 13.08.2026
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა
ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე,
არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების
უმოქმედობაზე მიუთითა.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე, არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობაზე მიუთითა.
13:57 / 13.08.2026
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი
ჩაატარა.
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი ჩაატარა.
12:25 / 13.08.2026
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში
ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ
შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო
ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი
ამოიღო.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი ამოიღო.
11:40 / 13.08.2026
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად
შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა
გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
11:12 / 13.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.