რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
შსს - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შსს-ს ინფორმაციით პოლიციამ, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა.

ასევე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე დააჯარიმდა.

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. მათი ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 30 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაკვეთა კომპანია ,,ჰი თი ჰოლდინგს'' უკვე მისცეს.

დაკვეთა კომპანია ,,ჰი თი ჰოლდინგს'' უკვე მისცეს.

17:56 / 08.12.2023
მათი თქმით, უცნობია, იმ განცხადების შინაარსი, რომელიც
მათი თქმით, უცნობია, იმ განცხადების შინაარსი, რომელიც
15:55 / 08.12.2023
დღეიდან, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
დღეიდან, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
13:52 / 08.12.2023
მალხაზი 30 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად
მალხაზი 30 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად
12:47 / 08.12.2023
ახალი კორპუსის მშენებლებმა საკანალიზაციო მილი ქალაქის
ახალი კორპუსის მშენებლებმა საკანალიზაციო მილი ქალაქის
10:43 / 08.12.2023
ვიდეორეპორტაჟი
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
,,რატომ ჰქვია საყავრე? - იკითხა მძღოლმა, რომელმაც გზა ზეპირად იცოდა:
გამგეობას მივმართე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც
ფატიმა ამბობს, რომ შვილებმა სწორედ ის სპეციალობები აირჩიეს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.