ახალი ამბები
გორის მე-8 სკოლაში კორონავირუსის ახალ შემთხვევას არ ადასტურებენ
შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, სიმონ გულედანის განცხადებას იმის შესახებ, რომ გორის მე-8 სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სკოლაში არ ადასტურებენ.

ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის საქმის მწარმოებელი ესაუბრა. მისი თქმით, სკოლა დისტანციურ რეჟიმზე ერთი კვირის წინ გადავიდა, რადგან იმ პერიოდში კორონავირუსი მეათე კლასელს დაუდასტურდა:

,,ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ერთი კვირის წინ მოხდა ასეთი რამ,
რომ მეათე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. მას შემდეგ დისტანციურ რეჟიმზე გადავედით. ვმუშაობთ, მხოლოდ, სკოლის ადმინისტრაცია. ყველა შემოწმდა მას შემდეგ, მათ შორის, სკოლის დირექტორი 2-ჯერ, მაგრამ პასუხები ყველა უარყოფითი მოვიდა" - გვითხრა საქმის მწარმოებელმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 6 შემთხვევა დადასტურდა. სიმონ გულედანის ცნობით, მათგან 3 მოსწავლეა. რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს, ახალი 6 შემთხვევიდან ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ასევე, ცნობილია კიდევ ერთი პირის შესახებ, რომელიც კულტურის სფეროს წარმომადგენელია.

ზოგადი ვითარება:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა, ცოტა შემცირდა. შესაბამისად, ამჟამად, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში -178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი", – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაცენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აქედან, 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 29 კი სიპაპრეჟიმზეა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ინფიცირების ახალი შემთხვევა 82-ია. სულ გაგზავნილი იყო 202
სინჯი.

ინფიცირების ახალი შემთხვევა 82-ია. სულ გაგზავნილი იყო 202 სინჯი.

14:43 / 30.11.2020
გამვლელებმა სასწრაფოში დარეკეს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ საკმარისი
ექიმები
გამვლელებმა სასწრაფოში დარეკეს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ საკმარისი ექიმები
12:59 / 30.11.2020
ცეცხლი საცხოვრებელ სახლში დილის საათებში, იმ დროს გაჩნდა, როდესაც
ცეცხლი საცხოვრებელ სახლში დილის საათებში, იმ დროს გაჩნდა, როდესაც
12:39 / 30.11.2020
ჯამში, რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობა - 3175, მათ
შორის - 1158 პაციენტი

ჯამში, რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობა - 3175, მათ შორის - 1158 პაციენტი

14:46 / 29.11.2020
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
13:57 / 28.11.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''

რატომ არ მიმაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა? ასეთი უყურადღებო რაიონი გვყავს.

2 წლის იყო, როდესაც მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.